„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 12% მიიჩნევს, რომ მთავრობის ყველაზე დიდი წარუმატებლობა შეუსრულებელი დაპირებებია.

კითხვაზე: რა მიგაჩნიათ მთავრობის მთავარ წარუმატებლობად, პასუხები ასე გადანაწილდა: ლარის გაუფასურება – 8%, ივნისის მოვლენები – 7%, ეკონომიკური კრიზისი – 6%, მცოცავი ბორდერიზაცია – 5%, უმუშევრობა – 4%, სიღარიბე – 4%, კოჰაბიტაცია – 4%, ხალხზე არზრუნვა-3%, ნდობის დაკარგვა – 3%, ფასების ზრდა – 3%.

დასაქმების პოლიტიკას, გავრილოვის ვიზიტს, რუსეთთან ურთიერთობებს, უსამართლობას-მოხახლეობის თითო პროცენტი მიიჩნევს მთავრობის მთავარ წარუმატებლობად.

პასუხი რესპონდენტთა, რომელთაც კითხაზე პასუხი არ იციან/არ პასუხობენ წარმოადგენს 28%-ს.

რაც შეეხება მთავრობის მთავარ წარმატებას, აქ რესპოდენტთა 13%-ჯანდაცვის რეფორმას ასახელებს. მომდევნო ადგილებზე 4-4%-ით ინფრასტრუქტურა, ძალადობის არ არსებობა, განათლება და უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან სახელდება. კითხვაზე, რა მიგაჩნიათ მთავრობის მთავარ წარმატებად, გამოკითხულთა 3% გზებს, 3%-სიტყვის თავისუფლებას, 3%-დემოკრატიას ასახელებს. სიაში მოხვდა პენსიების ზრდაც, რომელსაც მოსახლეობის 2% მიიჩნევს მთავრობის მთავარ მიღწევად. გამოკითხულთა თითო პროცენტმა ვალების პატიება და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების პოლიტიკიდან განდევნა მთავრობის მთავარ მიღწევად დაასახელა.

რაც შეეხება კითხვაზე პასუხს არ ვიცი/არ ვპასუხობ, ამ შემთხვევაში, რესპონდენტთა რაოდენობა 36%-ია.

Please follow and like us: