რუსთავში, ბუნებრივი აირის ნამწვით 6 ადამიანი მოიწამლა. შემთხვევა წუხელ, ჩოხელის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მოხდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ორი ზრდასრული და ოთხი მცირეწლოვანი ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციისათვის დამახასიათებელი სიმპტომებით კლინიკა „რუსთავში” გადაიყვანა.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

წინასწარი ინფორმაციით, ინტოქსიკაციის მიზეზი, ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული გაზდანადგარიდან CO-ს გაჟონვა გახდა.

Please follow and like us: