ფოტო: ზურაბ ქურციკიძე

თბილისში მიმდინარე მოვლენები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. “საქართველოში მიმდინარე პროტესტს პარლამენტთან შეერთებული შტატები და ევროკავშირი უჭერს მხარს“, – სტატიას ამ სათაურით France 24 აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ მიმდინარე აქციები, ბოლო წლების მანძილზე ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლებია საქართველოს დედაქალაქში.

“პოლიციამ პროტესტანტთა წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა“, – ამის შესახებ „როიტერსი“ იტყობინება.

გამოცემის ცნობით, დაახლოებით 20 000 ადამიანი თბილისის ქუჩებში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს.

საპროტესტო აქციებზე წერს ასევე ისეთი გავლენიანი გამოცემები, როგორიცაა „ესოშიეითიდ პრესი“, „ნიუ იორკ თაიმსი“ და „ვაშინგტონ პოსტი“. მათი ინფორმაციით, პოლიცია მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლს იყენებს. მათივე ცნობით, ქვეყანაში, კანონმდებლების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების ჩაგდებას აპროტესტებენ.

Please follow and like us: