სიზმარი ბევრისთვის მაგიური მოცემულობაა, სხვისთვის ის რეალობასთან მჭიდრო კავშირშია, დანარჩენებისთვის კი მას მნიშვნელობა საერთოდ არ გააჩნია. სინამდვილეში ის განიმარტება, როგორც ძილის ფაზის დროს აღმოცენებული ქვეცნობიერი ხატები. სიზმარს ზოგიერთი ადამიანი ყოველი დაძინების დროს ხედავს, თუმცა, შესაძლოა, სიზმარში ნანახი გაღვიძებულს არც გვახსოვდეს. შესაბამისი შემთხვევები ინდივიდურია.
ზოგიერთი ადამიანი ძალიან არის შეპყრობილი იმ ილუზიით, რომ სიზმარში ნანახი ცხადში აუსრულდება. როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში ისინი ამავე სიზმრის ჩარჩოებში მოქმედებენ და მისით ხელმძღვანელობენ. ეს ცალსახად არასწორი ქმედებაა. რა შემთხვევაში უნდა დაიჯეროს ადამიანმა, რომ სიზმარში ნანახი რეალობაში აუცხადდება? არცერთ შემთხვევაში! სიზმარი წინასწარმეტყველება არ არის. თუკი საკუთარ თავს ამაში დავარწმუნებთ, ძალიან შევიზღუდებით და საკუთარი რეალობის მართვა გაგვიჭირდება, ან, სულაც, შეუძლებელი გახდება.
ისეც ხდება, რომ როცა ერთი და იმავე შინაარსის სიზმარს ვნახულობთ, ერთსა დაა იმავე მნიშვნელობას ვანიჭებთ. უნდა ითქვას, რომ აღქმა და დამოკიდებულება ყველასთვის ინდივიდურია. ეს იმაზეა დამოკიდებული, რაში დავაჯერებთ საკუთარ თავს. ის, რაც ერთისთვის უსიამოვნოა, შესაძლოა, სხვისთვის სასიამოვნო იყოს. გააჩნია განწყობასა და ცხოვრებისეულ გამოცდილებას.
ყველას ჰქონია შემთხვევა, როცა ვერ იხსენებს სიზმარში ნანახ სიუჟეტს. ამ დროს ადამიანსს განცდები და ემოციები ჯერ კიდევ აქვს შენარჩუნებული, თუმცა სურათის გახსენება უჭირს ან საერთოდ არ შეუძლია.
რატომ უჭირს ადამიანს ნანახი სიზმრის გახსენება?
ძილის რემ ფაზა არის ყველაზე ღრმა ძილის ფაზა, რომლის დროსაც ადამიანი სიზმარს ხედავს. ხშირად შესაძლოა, ადამიანს, მეხსიერების გამო, გაღვიძებისას არ ახსოვდეს, რა სიზმარი ნახა.
საინტერესოა, რომ ჩვენ შეგვიძლია, გავლენა მოვახდინოთ საკუთარ სიზმარზე და ვმართოთ ის. ეს ყველაფერი კი იმ შემთხვევაში გამოგვივა, თუკი ნახევრად ფხიზელ მდგომარეობაში ვიქნებით. ასეთ შემთხვევაში საჭიროა, დავიმახსოვროთ სიზმრები და ვაკონტროლოთ ისინი, შესაბამისი ემოციები. ასე ჩვენ საკუთარ სიზმრებს დავიმახსოვრებთ.
ავტორი: მარიამ ტიელიძე