48 წთ წინ
ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა
2 საათის წინ
ევროკავშირი საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლისთვის 183 მილიონ ევროს გამოუყოფს
1 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 46 უკვე გამოჯანმრთელდა
2 დღის წინ
პატრიარქი – უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა, ყველაფერი სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს
2 დღის წინ
თენგიზ ცერცვაძე – საქართველოს ინფექციის გავრცელებით 109-ე ადგილი უკავია და ჩვენ უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, სადაც ვირუსის დიაგნოსტიკა ხდება თუ არა, ესეც არ ვიცით

ბატონო გიორგი,

უპირველეს ყოვლისა, მინდა მოგილოცოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის პოსტის დაკავება. გისურვებთ, რომ თქვენი დირექტორობა იყოს ქართულ მედიასივრცეში სამაგალითო და იმედის მომცემი. მაგრამ, ამავდროულად მინდა ჩემი, როგორც რიგითი მოქალაქის გულისწრყომა გამოვხატო თქვენი სარედაქციო პოლიტიკის მიმართ. იმედი მაქვს, იცით თუ რამხელა პასუხისმგებლობაა იყოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი და ქმნიდეთ საზოგადოების მრავალი სოციალური ფენის წარმომადგენლებისთვის მისაღებ პროდუქტს.

თვალყურს ვადევნებდი საარჩევნოდ ჩატარებულ სამივე კონკურსს. პირველსა და მეორე კონკურსში, როგორც ვიცით ხმა არ მიგიღიათ, ხოლო მესამე კონკურსზე კი 2 ხმა მიიღეთ. შემდგომ კი, მეოთხე კონკურსიც ჩატარდა. მეოთხე კონკურსის საბჭო ძირითადად „ქართული ოცნების“ ფრაქციის წევრებისაგან შედგებოდა და მათ მხარი სწორედ თქვენ დაგიჭირეს. თუ გავითვალისწინებთ წინა დირექტორის მიმართ ხელისუფლების ნეგატიურ განწყობას და შემდგომ მთავრობის მიერ თქვენი კანდიდატურის მხარდაჭერას, ალბათ, არც გაგიკვირდებათ ის ბრალდებები, რომლებიც თქვენკენაა მომართული.

23 ნოემბერს გადაცემა „მთავარში“ თქვენს ინტერვიუს, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერც კი ვუყურე. თქვენ ღიად და დაუფარავად ამბობდით, რომ ხელისუფლების წევრი სტუმრების აშკარა აგრესია და უკმაყოფილება არხის მიმართ, გამოწვეულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მიერ კრიტიკული კითხვების დასმით და მათ ურჩევთ, რომ „კომფორტი“ შეუქმნან სტუდიაში მისულ სტუმრებს და არ გააღიზიანონ. ბატონო გიორგი, თუ არა კრიტიკული აზროვნება ხელისუფლების მიმართ მაშინ რა ევალება საზოგადოებრივ მაუწყებელს?!  მაუწყებელს, რომელიც ფინანსდება საზოგადოებისგან და წარმოადგენს მათ რუპორს, მათ ხმასა და ძალას. ჟურნალისტები არ არიან ვალდებულები ცხელი ჩაითა და ორცხობილებით გაუმასპინძლდნენ სტუმრებს, მათი მიზანი სიმართლის დადგენაა და არა სტუმრის კეთილგანწყობის მოპოვება.თქვენ ფაქტობრივად, უზღუდავთ ჟურნალისტებს გამოხატვის თავისუფლებას, იწუნებთ მათ პროფესიონალიზმსა და მუშაობის ხარისხს, ხარისხს, რომელმაც უკანასნკელი წლების განმავლობაში აჭარის ტელევიზია ერთ-ერთ მაღალრეიტინგულ და სანიმუშო მედიასივრცედ აქცია.

ქართულ რეალობაში რთულია ნახო არხი, რომელიც ჯანსაღად აკრიტიკებს ხელისუფლებას ან ოპოზიციურ ძალებს. აჭარის ტელევიზია სწორედ, რომ ისეთი ტელემაუწყებლობაა, რომელიც ობიექტურობით მოიწონებს თავს. აბსოლუტურად ყველას სურს, რომ აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეინარჩუნოს ის კურსი, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში განავითარა.

კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების ინტერესებს, იცავდეს მათ უფლებას და იყოს კრიტიკული მათ მიმართ, ვინც ამ კრიტიკას სამართლიანად იმსახურებს. გისურვებთ წარმატებას.

პატივისცემით, თორნიკე ჭიტაძე

The Tbilis Time-ს ჟურნალისტი

Please follow and like us: