დღეს არის კონკურენციისა და კრეატივის ეპოქა. რაც უფრო მეტად არის ნაფიქრი ადამიანების სურვილებსა და მოთხოვილებებზე, მით უკეთესია შედეგი. ცხადია, ჩვენ ის უფრო მეტად გვიზიდავს, რაც ჩვენსავე რეალობაზეა მორგებული და საკუთარი მახასიათებლების მატარებელია. „კვართს კოფეს“ გუნდი აბსოლუტურად იმაზეა ორიეტირებული, რომ საკუთარი პროდუქცია სწორედ კონკრეტული ადამიანისთვის იყოს საინტერესო.

„თბილისი თაიმსს“ მისი თანადამფუძნებელი, მენეჯერი თეონა გურგენაძე ესაუბრა.

რამდენი ხანია, რაც „კვართს კოფე“ არსებობს?

ვარსებობთ 2019 წლის 8 ივლისიდან -5 თვეა, დაახლოებით.

რას გულისხმობს თქვენი საქმიანობა?

ჩვენთან ყოველი ყავის/ჩაის შეკვეთისას მომხმარებლის პორტრეტს ვხატავთ ხელით მუყაოს ჭიქაზე უფასოდ. ასევე, ღვინის ეტიკეტზე ვხატავთ ხელით სასურველ პორტრეტს.

იდეა საიდან გაჩნდა

იდეა, რეალურად, დიდი ხანია, არსებობს სამხრეთ კორეაში – დაახლოებით, 10 წელია, ასევე – ათენში და ა.შ. საქართველოში არ იყო მსგავსი კონცეფციის კაფე და ვიფიქრეთ, რომ გაამართლებდა და საინტერესო იქნებოდა როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე – ტურისტებისთვის და ასეც არის. ძალიან დიდი პოპულარობით ვსარგებლობთ და კარგი გამოხმაურება მოყვა ამ ყველაფერს. გიდებს მოყავთ ტურისტები და ძალიან დიდ აღფრთოვანებას ვიწვევთ ყოველთვის.

როგორ ფიქრობთ, რატომ არის თქვენი საქმიანობა საინტერესო?

საინტერესოა იმიტომ, რომ არის უცხო, ახალი, სახალისო, გასართობი და, რაც მთავარია, იმუხტები დადებითი ემოციებით ყველა შემთხვევაში.
სიახლეებს ვგეგმავთ გაფართოების თვალსაზრისით და კიდევ ახალი იდეებისა და პროდუქტების დამატებით.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: