მე ვარ ერთ-ერთი მებრძოლი მრავალთა შორის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

„მე მაქვს ძალიან დიდი მემკვიდრეობა დატოვებული საქართველოში. ბევრი რაღაც, რაც ხდება საქართველოში და პრაქტიკულად ყველაფერი, რაც გაჩერდა, დაკავშირებულია ჩემს სახელთან. ეს ასეა. მაგრამ მე ჩემს ამოცანას ვხედავ ახალგაზრდებისთვის გზის გახსნაში, ჩემს გზას, ჩემს ამოცანას ვხედავ, რომ გავეგო უბრალოდ ხიდად, გადაიარონ ამ ხიდზე და თვითონ აიღონ ქვეყნის სადავეები ხელში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Please follow and like us: