ბუქარესტში ეს წუთია ჭადრაკში 65 წელს ზემოთ ასაკის მოჭადრაკე ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა.

1962-1978 წლების მსოფლიო ჩემპიონმა, ლეგენდარულმა ნონა გაფრინდაშვილმა კვლავინდებურად შესანიშნავად იასპარეზა, 11 შესაძლებლობიდან 8,5 ქულა დააგროვა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა.

ნონა გაფრინდაშვილი ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს მეშვიდედ (1995, 2009, 2014, 2015, 2016, 2018, 2019) დაეუფლა.

Please follow and like us: