2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში, სწავლა 12 049 მოსწავლემ შეწყვიტა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.0%-ით ნაკლებია. მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, იმ მოსწავლეთა შორის, რომელთაც შეწყვიტეს სწავლა, 40.7% გოგოა, ხოლო 59.3% – ბიჭი. ყველაზე მეტი, სამი ათასზე მეტი მოსწავლე მეათე კლასიდან გავიდა.

საქსტატის ცნობით, 2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში სულ 2 313 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 227 კერძო. ჯამში სკოლებში 592.9 ათასი მოსწავლე სწავლობს, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 1.5%-ით აღემატება. საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობის 89.4% სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში – 10.6%. მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობიდან 47.9% გოგოა, ხოლო 52.1% – ბიჭი.

2019-2020 სასწავლო წლის მონაცემებით, ქვეყანაში 63 780 პედაგოგია.

Please follow and like us: