2 დღის წინ
მიკროგრანტების და მცირე მეწარმეობის დახმარების პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა
2 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 4-ით გაიზარდა
4 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
1 კვირის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
2 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები

აჭარაში მანდარინის რთველს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად გაეცნო.

მინისტრის თქმით, მას რეალიზაციის კუთხით ოპტიმისტური პროგნოზი აქვს.

„ბოლო წლებში სამინისტრო აჭარის მთავრობასთან ერთად ქართული ციტრუსის რეალიზაციისთვის მნიშვნელოვან ღონისძიებებს ატარებდა, რამაც შედეგი უკვე გამოიღო. წელს ტრადიციულ ქვეყნებს ოთხი ქვეყნის ბაზარი დაემატა, მოთხოვნილება არის ქართულ მანდარინზე, შესაბამისად ფასებიც წელს უფრო მაღალია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით წელს ქართული მანდარინის ექსპორტი 12 ქვეყანაში მოხდება. ტრადიციულ ბაზრებს წელს შეემატება ლიეტუვა, სინგაპური, ყატარი და სლოვენია. მათივე ინფორმაციით, წელს რეგიონში 55 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელოდებიან

წელს კილოგრამი მანდარინის ფასი 60 თეთრიდან იწყება და 1,5 ლარს აღწევს. არასტანდარტულ მანდარინში სახელმწიფო ფერმერებს სუბსიდიის სახით თანხას წელსაც გადაუხდის.

Please follow and like us: