სკოლამდელი დაწესებულებების საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ჩვენს რეალობაში, რომლის გადასაჭრელად არაერთი მცირე თუ დიდი ნაბიჯები გადაიდგა. თუმცა, მიუხედავად მცდელობისა, პრობლემა დღეს მაინც კვლავ აქტუალურია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აღმზრდელებისა და პედაგოგების საკითხს განვიხილავთ. სწორედ არასწორ პოლიტიკასა და არაკვალიფიციური აღმზრდელების თემას გამოეხმაურა  ფსიქოლოგი და  დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი ნინო კერესელიძე, რომელმაც საკუთარი ფეისბუქის გვერზე ამ პრობლემას მნიშვნელოვან წერილს უძღვნის  და მშობლებს სიფრთხილისაკენ მოუწოდებს. “თბილისი თაიმსი” წერილის შინაარსს უცლელად გთავაზობთ.

“ამ პოსტს ვწერ ბოლო კვირის მანძილზე იმ კითხვების შედეგად, რომლებიც დაგროვდა ჩემს საფოსტო ყუთში!

არა ამ ეტაპზე არცერთ ბაღში არ ვმუშაობ ვინაიდან კრიტიკულად მიუღებელია უმრავლესობის პოლიტიკა!

სიფრთხილე ბაღის და სკოლის შერჩევისას! განსაკუთრებით ბაღის.
ძალიან ძალიან ცუდია ეს საახალწლო საშინელებათა ზეიმები, როგორ აზუთხინებენ ბავშვებს ამ ტექსტებს, იმის მაგივრად, რომ საახალწლო კარნავალი და თამაშები მოუწყონ. სცენაზე გინდა თუ არა, უნდა დადგე კარგადაც უნდა გამოჩნდე და აბა სიტყვები აგერიოს.

მოკლედ საშინელი ფსიქოლოგიური ზეწოლაა ეს.

ეხლა მეორე ამბავი ყოველთვის იკითხეთ ვინ არის ფსიქოლოგი და აუცილებლად შეხვდით და გამოკითხეთ კარგად ინფორმაცია რას აკეთებს.

ახლა “უჟსტიკობის” მთავარი წყარო არაკვალიფიციური აღმზრდელები!!! რომ იცოდეთ რამდენი ფსიქოლოგიური პრობლემის წყაროა…. (ხშირად იმიტომ რომ მათაც სისულელეებს სთხოვენ)

ვაი, თუ თქვენ ბევრი კითხვები გიყვართ და ძალიან ინტერესდებით თქვენი შვილის მდგომარეობით, მაშინ ბავშვზე ხშირად არაპირადაპირი ბულინგიც საკმაოდ აქტუალური ამბავია.

მოკლედ ჩემი დაკვირვების შედეგი ესეთია, ისევ საჯაროში მიიყვანოთ ბავშვი და შეიყვარეთ მასწავლებელი როგორც საკუთარი თავი და შენი შვილიც მეტ ნაკლებად უკეთესაც იქნება.

ხომ და ბოლო თხოვნა, არ გინდათ რა ეს დაზუთხული ზეიმები, ისედაც მაგარი შვილები გყავთ და ძალიან კარგები!

იცით როგორი ამბავია ეს? აი თქვენ რომ ახლა კორეულად გასწავლონ ლექსი ყოველ დღე და მერე მაგის მოყოლა დაგავალონ სცენაზე . თან 4 -5 წლის ასაკში ხომ საერთოდ.

მოკლედ ბაღი აუცილებელი ადგილია სადაც კარგია, რომ თქვენმა შვილმა იაროს, მაგრამ ბაღი შეარჩიეთ არა
ს ა დ ა რ ა ჯ ო დ, არამედ აღსაზრდელად, რაც მეტი წრე არის არ ნიშნავს რომ კარგია. მიეცით თქვენს შვილებს სუნთქვის საშუალება.

პატივისცემით
ფსიქოლოგი, გეშტალტ ფსიქოთერაპევტი
ტრენერი, არტ-თერაპიის სპეციალისტი
საბაუნის ლექტორი, დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი ნინო კერესელიძე”

Please follow and like us: