3 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
6 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
6 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
6 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
6 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები

ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების მაღალმთიან სოფლებში (სეთურნიზაქათკარიჯაღმიანიბედონიბენიან-ბეგონიიუხომუდურუწკერეციხიანისვიანა-როსტიანი და ქოროღო, აგრეთვე ის სოფლები, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭათ) მუდმივად მცხოვრები მოსახლეობა, პირველი დეკემბრიდან 15 მაისამდე, თვეში 700 მ3-ის ბუნებრივ აირს უფასოდ მიიღებს. მოსახლეობას ასევე შესაძლებლობა აქვს, მიმდინარე თვეში გამოუყენებელი საშეღავათო ბუნებრივი აირი მომდევნო თვეში გამოიყენოს. ბუნებრივი აირის გამანაწილებელი კომპანია ვალდებულია, შეღავათით მოსარგებლე აბონენტების, სააღრიცხვო ბარათებზე, ყოველი თვის დასაწყისში, შეღავათის შესაბამისი ლიმიტი ასახოს.

გამოყენებული ბუნებრივი აირის თანხას, გამანაწილებელი კომპანიის მიერ წარმოდგენილი და მუნიციპალიტეტების გამგეობების მიერ სათანადოდ დამოწმებული შესაბამისი ანგარიშების მიხედვით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო აანაზღაურებს. 2020 წლის ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტში, ამ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მიერ გამოყენებული ბუნებრივი აირის ღირებულების ანაზღაურებისთვის, 8 მილიონი ლარია გაწერილი. უკვე რამდენიმე წელია, ამ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა, ბუნებრივი აირის გამოყენებისას შეღავათებით სარგებლობს.

Please follow and like us: