თანამედროვე ქართული სასამართლოს შემყურე, შეუძლებელია რომელიმე სხვა სასამართლო პროცესმა გაგვაკვირვოს, მაგრამ ჩვენ მაინც ვცადეთ რამდენიმე ისეთ ცნობილსა თუ უცნობ სასამართლო პროცესზე დაგვეწერა, რომლებიც უპრეცენდენტო სასამართლო პროცესს წარმოადგენენ საქართველოსთვისა და მსოფლიოსთვის.
1.პენდელის ალქაჯების სასამართლო პროცესი
პენდალის ალქაჯების სასამართლო პროცესი 1612 წელს ჩატარდა. ეს პროცესი იმითაა ცნობილი, რომ იგი ინგლისის ისტორიაში ყველაზე კარგად ჩაწერილი სასამართლო პროცესია. 12 განსასჯელი ქალაქ ლანკაშირიდან და პენდალ ჰილიდან იყვნენ. მათ ბრალი 10 ადამიანის მკვლელობაში (ჯადოქრობის დახმარებით) ედებოდათ. 12 ბრალდებულიდან დამნაშავედ 10 ცნეს, განაჩენი ჩამოხრჩობა იყო. ხოლო 2 უდანაშაულოდ ცნეს. აღსანიშნაცია ისიც, რომ ათივე განსასჯელის სახელმა და გვარმა ჩვენამდე მოაღწია, როგორც ცნობილია, ექვსი „ალქაჯი“ წარმოდგენილი იყო ორი ოჯახიდან, რომელთაც სათვეში ჰყავდათ 80 წლის ქალები, ესენი იყვნენ: ელიზაბეტ სოუთერნსი (აგრეთვე ცნობილი როგორც დემდაიკი), მისი ქალიშვილი ელიზაბეტ დევაისი და მისი შვილიშვილები, ჯეიმზ და ალიზონ დევაისები; ენ უიტლე (აგრეთვე ცნობილი როგორც ჩატოქსი), და მისი ქალიშვილი ენ რედფერნე. სხვა განსასჯელები იყვნენ ჯეინ ბულოცკი და მისი ვაჟი ჯონ ბულოკი, ალის ნატერი, კატერინ ჰიუიტი, ალის გრეი და ჯენეტ პრესტონი
2.პოლონელი გენერალი სლობოდან პრალიაკი
2017 წელს პოლონელი გენერლის სლობოდან პრალიაკის განმეორებითი სასამართლო პროცესი ქალაქ ჰააგაში ჩატარდა. სასამართლო პროცესზე, ვერდიქტის მოსმენის შემდეგ, ყოფილმა გენერალმა პროცესის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა და განაცხადა, რომ ის სამხედრო დამნაშავე არ არის. განცხადების შემდეგ მან ჯიბიდან მცირე ზომის შუშის ბოთლი ამოიღო და ბოთლიდან სითხე დალია. როგორც შემდეგ გაირკვა სითხე კალიუმის ციანიდი იყო. ექიმებმა გენერალი ვერ გადაარჩინეს. 1990-იან წლებში ბოსნია -ჰერცოგოვინას ომის დროს, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით, გენერალ სლობოდან პრალიაკს სასამართლომ 2013 წელს, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. წორედ განაჩენის ძალაში დატოვების შემდეგ გადაწყვიტა ყოფილმა გენერალმა სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება.
3. პაოლო იაშვილის სასამართლო
პაოლო იაშვილი, ქართველი პოეტი, ესეისტი და მთარგმნელი. პაოლო იაშვილი იყო, როგორც მწერალთა კავშირის წევრი, ისე „ცისფერ ყანწყების“ ორდენის დამაარსებელი. ქართველ მწერალთაგან პირველი, რომელიც რეპრესიებმა შეიწირეს, პაოლო იაშვილი იყო. ეს ტრაგედია მოულოდნელი არ ყოფილა. იგი საკამაოდ დიდი ხნის მანძილზე, ნელ-ნელა და თანდათანობით მზადდებოდა. გარდა შემოქმედებითი დისკუსიებისა, რომელიც ბოლო ხანს პაოლოს უმართავდნენ ხოლმე “იდეოლოგიური მავნებლობის” გამო, მკაცრად აკრიტიკებდნენ ახლო ურთიერთობისათვის “ხალხის გამომჟღავნებულ მტრებთან”: ჯიქიასთან, ლომინაძესთან, ელიავასთან, აღნიაშვილთან. ხშირად იმართებოდა სხდომები, სადაც მწერალთა კავშირის პრეზიდიუმი მსჯელობდა პოეტის “მოღალატებრივ საქმიანობაზე”. პაოლო იაშვილმა მოვლენებს დაასწრო და 1937 წლის 22 ივლისს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამ „პროვოკაციული აქტით” გაბოროტებულმა ხელისუფლებამ, სხვა რომ ვერაფერი იღონა, მკვდარი პოეტიც არ დაინდო და მას ულმობელი სასამართლო მოუწყო. სასამართლო დასკვნაში წერია: „კონსტატირება გაუკეთდეს, რომ პაოლო იაშვილის, გამოაშკარავებული ჯაშუშის და ხალხის მტერის, თვითმკვლელობა არის პროვოკაციული ქმედება პარტიისა და საბჭოთა წყობის წინააღმდეგ და ამის გამო იგი დასაფლავდეს, როგორც ხალხის მტერი… ლავრენტი ბერიას დაევალოს საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირის პრეზიდიუმს მიაწოდოს ინფორმაცია პაოლო იაშვილის კოტრრევოლუციურ, ჯაშუშურ და მავნებლურ საქმიანობაზე“
4.ილია ჭავჭავაძის მკვლელობის განმეორებითი სასამართლო
ალბათ, ყველამ არ იცის, რომ ილია ჭავჭავაძის მკველობიდან თითქმის 40 წლის გასვლის შემდეგ განმეორებითი სასამართლო ჩატარდა. როგორც ამბობენ, სასამართლო იოსებ სტალინის პირდაპირი დაკვეთით გაიმართა. სასამართლოს მიზანი ილიას მკვლელობის საქმიდან „სოციალ-დემოკრატების“ ბრალეულობის გაქრობა და მკვლელობის მეფის რუსეთის „ოხრანკისთვის“ დაბრალება იყო. სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ ქართული ელიტის წარმომადგენლები, რომლებსაც მოსაწვევები წინასწარ დაურიგდათ. სასამართლოზე მთავარი ეჭვმიტანილი გიგლა ბერბიჭაშვილი იყო. როგორც სასამართლოს ერთ-ერთი სტენოგრაფისტი, ეთერ ბაგრატიონი ამბობს, გიგლა ბერბიჭაშვილს დავალებული ჰქონდა, რომ მის ჩვენებაში ეღიარებინა, თითქოს მკვლელობა არა „სოციალ-დემოკრატებმა“ დაუკვეთეს, არამედ მეფის რუსეთის წარმომადგენლება. გიგლმა ბერბიჭაშვილმა სავარაუდოდ ეს არ აღიარა, სავარაუდოდ იმიტომ, რომ მისი ჩვენების სტენოგრაფული ჩანაწერი არ არსებობს.
5.ნიუნბერგის პროცესი
ნიურნბერგის პროცესი- II მსოფლიო ომში გერმანელი ომის მთავარი დამნაშავეების გასამართლება საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის მიერ ქალაქ ნიურნბერგში (გერმანია). ეს ტრიბუნალი შეიქმნა სსრკ-ის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის შეთანხმებით ლონდონში, 1945 წლის 8 აგვისტოს. სამართალში მიცემული იყო ჰიტლერისეული გერმანიის 24 ხელმძღვანელი. ნიურნბერგის პროცესი მიმდინარეობდა 1945 წლის 20 ნოემბრიდან 1946 წლის 1 ოქტომბრამდე. ტრიბუნალის განაჩენით განსასჯელები ცნობილ იქნენ დამნაშავეებად შეთქმულებაში აგრესიული ომის მომზადებისა და წარმოებაში. ტრიბუნალმა ასევე დანაშაულებრივ ორგანიზაციად ცნო ნაციონალ-სოციალისტური პარტიის დამცველი რაზმები: სს, უშიშროების სამსახური (სდ), გესტაპო და ნაცისტური პარტიის შემადგენლობა. ნიურნბერგის პროცესის საერთაშორისო მნიშვნელობა ისაა, რომ მან მთელ მსოფლიოს ამცნო გერმანული ნაციზმისა და მილიტარიზმის საზარელი ბოროტმოქმედება. პირველად განხორციელდა სახელმწიფოს ხელმძღვანელ პირთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უმძიმესი საერთაშორისო დანაშაულის ჩადენისათვის. 1946 წლის 11 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაადასტურა საერთაშორისო სამართლის პრინციპები, რომლებიც აღიარებულია ნიურნბერგის ტრიბუნალის წესდებით და ასახულია მის განაჩენში. სასამართლომ ბრალდებულებს სამი სახის განაჩენი გამოუტანა, სიკვდილით დასჯა (ჩამოხრჩობა), სამუდამო პატიმრობა და 10-წლიანი თავისუფლების აღკვეთა.
ავტორი: თორნიკე ჭიტაძე