6 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 46 უკვე გამოჯანმრთელდა
20 საათის წინ
პატრიარქი – უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა, ყველაფერი სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს
21 საათის წინ
თენგიზ ცერცვაძე – საქართველოს ინფექციის გავრცელებით 109-ე ადგილი უკავია და ჩვენ უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, სადაც ვირუსის დიაგნოსტიკა ხდება თუ არა, ესეც არ ვიცით
21 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსისგან 45 ადამიანი გამოჯანმრთელდა
21 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

ადამიანები, მსოფლიო მასშტაბით, აბარებენ გამოცდებს, სწავლობენ უმაღლეს სასწავლებლებში და, საბოლოოდ, იღებენ ხარისხს. ეს ასეა საქართველოშიც. თუმცა, უნდა ითქვას, რომ, ფორმალური განათლებისგან განსხვავებით, არაფორმალური განათლების ხარისხი ძალიან დაბალია. რთულიც კია, არაფორმალური განათლების საფუძველზე რეალიზდე, აკეთო საყვარელი საქმიანობა და ამ გზით მიიღო შემოსავალი.

ზოგადად, კონკრეტულ პიროვნებაში განათლების იდეის არსებობა მისი განვითარების გარკვეული ეტაპია. განათლების მიღება ნებისმიერ სივრცეში და ნებისმიერი მეთოდითაა შესაძლებელი. საკუთარი სირთულეებით, დადებითი თუ უარყოფითი მახასიათებლებითა და მრავალფეროვნებით, ის აზროვნებისა და წინსვლის უკიდეგანო ბადეს ქმნის. გარდა ფორმალური განათლებისა, მისი არაფორმალური მეთოდებიც არსებობს.

განათლების ექსპერტის, სიმონ ჯანაშიას შეფასებით, საქართველოში არაფორმალური განათლება დიდად განვითარებული არ არის. უფრო მეტად განვითარებული კონკრეტული მიმართულებებია: „ესენია, მაგალითად, სპორტი, ცეკვა და ა.შ. არჩევანი ძალიან შეზღუდულია. ახალგაზრდებისთვის ძალიან ცოტაა ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო დაწესებულება (განსაკუთრებით – ქალაქის გარეთ). ძალიან ცოტა ცენტრი, კლუბია, სადაც ისწავლება კონკრეტული მიმართულებები. მსგავსი დაწესებულებები, უფრო მეტად, განვითარებულია ქვეყნის დედაქალაქსა და სხვა მსხვილ ქალაქებში.

რეგიონებში ამას ნაკლები ყურადღება ექცევა. ცოტაა ისეთი დაწესებულება, სადაც, მაგალითად, შესაძლებელია ტექნოლოგიების შესწავლა, ინჟინერია, ან სპორტის ნაკლებად განვითარებული სახეობები. საერთოდ, ტერმინი „არაფორმალური განათლება“ ტერმინის დონეზეც არ არის განვითარებული. არსებობს ორგვარი არაფორმალური განათლება – პირველი უფრო მეტად დაგეგმილია. მეორე განმარტებით კი შემთხვევით ხდება განათლების გავრცელება. ეს უკანასკნელი საერთოდ დაუგეგმავია. მაგალითად, იმ გაგებით, რომ ადამიანს კვალიფიკაციას არ ანიჭებს. თუნდაც, ცეკვის წრე, ან განათლების სახლში მიღება – მაგალითად, როცა უფროსი თაობა უმცროს თაობას ასწავლის სოფლის მეურნეობას. ეს საერთოდ არ არის დაგეგმილი საგანმანათლებლო საქმიანობა, მაგრამ ესეც არაფორმალური განათლებაა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ რადგან არაფორმალური განათლების ღირებულება ძალიან დაბალია, ადამიანები იმასაც კი ვერ აცნობიერებენ ხოლმე, რომ, როცა, მაგალითად, სახლში იღებენ გამოცდილებას, ამით ისინი ავტომატურად იღებენ განათლებას.

უნდა არსებობდეს წახალისების პროგრამები სახელმწიფო დონეზე, რომლებიც ხელს შეუწყობს არაფორმალური საგანმანათლებლო ჯგუფების ჩამოყალიბებას რაც შეიძლება ფართოდ საქართველოში და მაქსიმალურად სხვადასხვა მიმართულებით. ასევე, ვფიქრობ, რომ ფორმალურ საგანმანათლებლო სივრცეში უნდა გაჩნდეს ისეთი შესაძლებლობები, რომლებიც დაეხმარება არაფორმალური მიმართულების განვითარებას. მაგალითად, სკოლებსა, თუ სხვა მსგავს საგანმანათლებლო სივრცეებში არსებობს გამოუყენებლი სივრცეები, სადაც შესაძლებელია, სასწავლო პერიოდის შემდეგ, მათი გამოყენება შეკრებისა და შესწავლისთვის. საჭიროა მსგავსი ჯგუფების შესაბამისი აღჭურვილობით უზრუნველყოფა. მნიშვნელოვანი იქნება ფორმალურ საგანმანათლებლო პროგრამებში სამოქალაქო განათლების კურსში იმის ინტეგრირება, რომ ადამიანებმა გააცნობიერონ, რა განათლებას იღებენ ისინი ოფიციალური საგანმანათლებლო დაწესებულებების გარეთ“.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: