გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ალგეთის ეროვნული პარკის ბუნების ძეგლზე – დაშბაშის კანიონზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, კანიონზე უნიკალური მინის ხიდის მოწყობა იგეგმება. ხიდზე ინფორმაცია ვებგვერდმა vesty.co.il-მა განათავსა და პროექტის ამსახველი ფოტო-მასალაც დაურთო.

პროექტს ებრაული კომპანია KASS LAND (იგივე Kass Group) ახორციელებს. პროექტის მთლიანი ღირებულება დაახლოებით 45 მილიონი დოლარია, ხოლო უშუალოდ ხიდის მშენებლობაზე 15 მილიონი დოლარი დაიხარჯება.

უნიკალური მინის ხიდი 2020 წლის აგვისტოში გაიხსნება. შუშის ხიდის შუაში იქნება განთავსებული ცაში დაკიდებული ბარი. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ღირსშესანიშნაობის გახსნის შემდეგ, წალკას მინიმუმ ორი მილიონი ვიზიტორი ეწვევა.

Please follow and like us: