ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, იზრდება ინტერესი იმ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომლებიც დედაქალაში მოსახლეობისთვის საახალწლო განწყობის შესაქმნელად არის დაგეგმილი.

სამზადისის განუყოფელი ნაწილია როგორც ცენტრალურ, ისე გარეუბნებში არსებული ქუჩების განათებებითა და დეკორაციებით მოწყობა, რასაც საახალწლო ნაძვის ხის ანთების ცერემონია აგვირგვინებს, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება. რაც შეეხება განათების კონსტრუქციებისა და აქსესუარების ღირებულებას, ჯამში მათი ფასი 142 759 ევროს შეადგენს.

თბილისის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 25 დეკემბრიდან საახალწლო სოფელი ორბელიანის, ევროპისა და რესპუბლიკის მოედნებზე მოეწყობა, სადაც გარემოვაჭრეები მათთვის დღესასწაულებზე დაშვებული სავაჭრო ზონებით ისარგებლებენ, ხოლო მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, სასურველი პროდუქცია შეიძინონ.

Please follow and like us: