პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, დღევანდელ პარლამენტის პლენარულ სესიაზე დეპუტატები ნიკა მელიასა და აკაკი ზოიძის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტაზე იმსჯელებენ და ასევე კენჭს უყრიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს.
როგორც ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი, დღესვე, სესიაზე უზენაესი სასამართლოს უკვე არჩეული წევრები ფიცს დადებენ.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას მიმართ უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დღეს, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ განიხილა.