პარლამენტთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე თავის თანამოაზრეებთან ერთად მივიდა.

როგორც ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი აპროტესტებენ პარლამენტში მიმდინარე პროცედურას, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20-კაციან სიას კენჭი უნდა უყარონ.

ანა დოლიძის განცხადებით, არც ერთი კანდიდატი არ უნდა განმწესდეს უზენაეს სასამართლოში, გამომდინარე იქიდან, რომ თავისი კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმის გათვალისწინებით, არც ერთი მათგანი არ იმსახურებს უზენაეს სასამართლოში განმწესებას.

აქციის მონაწილეების მხრიდან შეძახილებია: „არ აირჩიოთ მონა“, „სია უნდა ჩავარდეს“.

„ქართული ოცნების“ წევრებო ერთადერთი არჩევანი, რომელიც თქვენ გაქვთ არის ის, რომ უნდა დააჭიროთ წითელ ღილაკს და „კლანის“ არც ერთი წევრი არ შეუშვათ უზენაეს სასამართლოში. ეს სასამართლო არ არის არც ჩინჩალაძის, არც მურუსიძის, არც „ქართული ოცნების“ და არც ბიძინა ივანიშვილის, ქართული სასამართლო – ჩვენია“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

Please follow and like us: