12 საათის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
4 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
7 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
7 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
7 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

მხატვრობა  ადამიანის შემოქმედებისა და წარმოსახვის ერთიანობაა, რომელიც საშუალებს აძლევს მათ ნათლად გამოხატონ თავისი გრძნობები. დღესდღეობით საკმაოდ დიდია დაინტერესება ხელოვნების სხვადასხვა დარგის მიმართ. ჩვენს ქვეყანას გამორჩეული და წარმატებული ადამიანები ჰყავს კულტურის ამ მიმართულებაში. თბილისი თაიმსი  გაგაცნობთ ახალგაზრდა თვითნასწავლ მხატვარს – თიკა ნინუას, რომლის ნახატებიც დიდ მოწონებებს იმსახურებს ინტერნეტსივრცეში.

ქალბატონო თიკა, მოგვიყევით რა პერიოდიდან იწყება თქვენი და ხელოვნების ურთიერთობა?

ბავშვობიდან მოყოლებული დაინტერესებული ვიყავი ხელოვნებით. ჩემს ცხოვრებაში ხატვას ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა, თუმცა  ბოლო ცხრა წელია რაც ჩემი დროის უმეტესი ნაწილი ხელოვნებას დავუთმე. მიუხედავად იმისა, რომ ვმუშაობდი სხვადასხვა ადგილას, მაინც მიმაჩნდა და ახლაც  ვთვლი, რომ ეს ის ერთადერთი საქმეა, რისი კეთებაც ნამდვილად მინდა.

ჩემთვის ცნობილია, რომ თქვენ თვითნასწავლი მხატვარი ხართ. რამდენად რთულია დამოუკიდებლად შეისწავლოთ ხატვა პროფესიონალურ დონეზე?

დიახ, თვითნასწავლი ვარ, რაც შეეხება შესწავლას არასდროს არსად მისწავლია, ეს ყველაფერი დაკავშირებულია ჩემს შინაგან სამყაროსთან, თითოეული ნახატი გადმოსცემს ჩემს ხასიათს, მიყვარს ჭრელი ფერები და ვცდილობ ყველა ჩემს ნამუშევარს შევძინო პოზიტიური და დადებითი  განწყობა.

 თუ გყავთ გამორჩეული მხატვარი, რომლის შემოქმედებამ თქვენზე დიდი გავლენა მოახდინა?

ბევრი მხატვარია, უცხოელი და ქართველიც, რომელიც მომწონს და ვათვალიერებ მათ ნამუშევრებს, კლასიკოსებს თუ თანამედროვე მხატვრებს,  მაგრამ გავლენა ჩემზე  ,ალბათ, უფრო ედგარ დეგამ მოახდინა, თავისი შესანიშნავი ბალერინებით.

საკმაოდ აქტიურია თქვენი facebook გვერდი ,,Tina Ninua’s Art”, ბევრი გამომწერიც გყავთ, რამდენი ხანია რაც ეს გვერდი არსებობს და მოგვიყევით მისი შექმნის ისტორია.

თავიდან გვერდი იმისთვის შევქმენი, რომ ჩემი ნახატები სხვებისთვისაც გამეზიარებინა, მაგრამ უკვე ექვსი წელია რაც ამ გვერდს აქტიურად ვიყენებ ნახატების გაყიდვის მხრივ. ჯერჯერობით საკუთარი სალონი არ მაქვს, ამიტომ facebook-ი საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ ხალხს გავაცნო ჩემი შემოქმედება.

თქვენი აზრით, რა ფაქტორმა განაპირობა ყველაზე მეტად თქვენი ნახატების პოპულარობა სოციალურ ქსელში?

იცით ამ კითხვაზე ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ, საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი მხატვარია და ყველას თავისი განსხვავებული სტილი აქვს. ალბათ,  ნახატების პოპულარობის განმსაზღვრელი ფაქტორი ჩემს სტილი და ხატვის მანერა გახდა.

რამდენ ხანს ანდომებთ ერთი ნახატის შესრულებას და ,ძირითადად, რა მასალებს იყენებთ მათ შესაქმნელად?

ხატვისას დრო ისე შეუმჩნევლად გადის, რომ ვერც კი ვიგებ, თუმცა გააჩნია ჩემს ჩანაფიქრს, შეიძლება ერთი დღე დასჭირდეს, ან  მეორე დღისთვის გადავდო, რადგან ხანდახან ბევრს ვფიქრობ, თუ როგორი სტილის ნახატი შევქმნა.  რაც შეეხება მასალას, თითქმის ყველაფერს ვიყენებ ზეთის საღებავების გარდა. ასევე ქაღალდი, ტილო, მუყაო. მიყვარს როდესაც  დაუგეგმავად ვურევ  რამდენიმე მასალას ერთმანეთს.

 როგორ ვიცი, თქვენ შეკვეთებსაც იღებთ. რამდენადაა ადამიანების მხრიდან დაინტერესება ხელოვნების მიმართ და ,ძირითადად, როგორი სტილის ნახატებს ანიჭებენ უპირატესობას?

შეკვეთებს ვიღებდი პორტრეტებზე, თან ძალიან ბევრს. დროებით შევწყვიტე, რადგან ამ მომენტში მინდა ვხატო მხოლოდ ის, რაც ჩემ გულს უხარია. პირადი გამოცდილებიდან ვიტყოდი, რომ დღეს საქართველოში ბევრი ადამიანია  ხელოვნების მოყვარული. რაც შეეხება სტილს, ეს უკვე გემოვნების ამბავია, მაგრამ ჩემი ნახატებიდან უფრო ბალერინები და ანგელოზები ხიბლავთ.

 როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი მუზა, რომელიც მუდმივად საშუალებას გაძლევთ ასეთი ლამაზი ნახატები შექმნათ?

დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის. მუზა, ეს ცოტა პირადულია, რომელსაც ჩემთვის ვინახავ, თუმცა მიყვარს ბუნება, ყველაფერი ლამაზი და პოზიტიური, რაც ძალიან მეხმარება ხატვაში.

გვესაუბრეთ სამომავლო გეგმების შესახებ, თუ გეგმავთ რაიმე სიახლეს თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის?

სამომავლოდ ძალიან მინდა გავხსნა ჩემი სალონი, სადაც უფრო მეტ ადამიანს შეეძლება მოსვლა და ჩემი ნახატების დათვალიერება. ასევე ვაპირებ შევქმნა უფრო მეტი ნახატი, რადგან მრავალფეროვანი გავხადო ჩემი შემოქმედება.

რომ შევაჯამოთ, თქვენი აზრით, რა არის ის მთავარი ფაქტორი მხატვრისთვის, რომელიც საშუალებას აძლევს დააინტერესოს ადამიანები საკუთარი შემოქმედებით.

ჩემი აზრით, მხატვრისთვის მთავარი ფაქტორია შინაგანი სამყაროს მრავალფეროვნება და ,რა თქმა უნდა, მუზა, დანარჩენი მეორე ხარისხოვანია.

 ავტორი: თაკო ღლონტი

Please follow and like us: