ბუდ დვეიერი – პენსილვანიის სახაზინოს მმართველი.

1987 წლის იანვარში, მთელმა მსოფლიომ პირდაპირი ეთერის საშუალებით იხილა პოლიტიკოსის თვითმკვლელობა. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ დვეიერს სახელმწიფომ ბრალი დასდო  ადამიანების მოსყიდვასა და განსაკუთრებით დიდი ფულის აღებაში. ის ბრალს არ აღიარებდა და სასამართლო პროცესების დროს მკაცრად უარჰყოფდა ბრალდებებს. რ.ბუდ დვეიერმა სასამართლო განაჩენამდე ერთი კვირით ადრე დაიბარა მისი მოადგილე დონ ჯონსონი და გამოთქვა სურვილი, ჩაეტარებინა პრესკონფერენცია და განეხილა ის იურიდიული უზუსტობები, რომელზეც სასამართლო დუმდა. შემდგომ კი, ის გადადგებოდა თანამდებობიდან. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მას სხვა გეგმები ჰქონდა.

დაგეგმილი კონფერენციისას დვეიერმა სიტყვის გამოსვლისას თქვა :
„მე არაერთხელ მითქვამს, რომ არ ვაპირებ თანამდებობის დატოვებას. დიდხნიანი ფიქრისა და მედიტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, რომელიც არ უნდა იყოს ვინმესთვის მაგალითის მომცემი. ეს ჩემს სიტუაციაზეა მორგებული. გასულ მაისს მე გითხარით, რომ სასამართლო პროცესის შემდეგ, მე გადმოგცემთ ამბავს, რომელზეც ათწლეულის განმავლობაში ისაუბრებენ“.

ფოტო : ბუდ დვეიერი სთხოვს ახლოსმყოფებს უკან დახევას. 22 იანვარი. 1987 წელი.

სიტყვით გამოსვლის დასრულებისას, ბუდ დვეიერმა მოუწოდა იქ მყოფებს დაეტოვებინათ პრესკონფერენცია, რადგან სამომავლოდ ფსიქოლოგიური ტრავმა არ დარჩენოდათ. რამდენიმე წამში მან კამერების, ჟურნალისტებისა და კოლეგების თანდასწრებით თავი მოიკლა.

 სილვია პლეტი

სილვია პლეტი იყო განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული პოეტი, რომლის დეპრესიასთან ბრძოლამაც ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ თვითმკვლელობამდე მიგვიყვანა. ის 1932 წელს მასაჩუსეტში დაიბადა. დაქორწინდა ტედ ჰიუზსე, პარალელურად კი მასთან ერთად კემბრიჯის უნივერსიტეტში სწავლობდა. მათ ორი შვილი შეეძინათ, თუმცა 6 წლის შემდეგ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. როგორც გაირკვა, მათ ტოქსიკური ურთიერთობა ჰქონდათ და ტედ ჰიუზსმა ცოლს ახალგაზრდა გოგონასთან უღალატა.

პლეტი მანამდეც ებრძოდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს, თუმცა ქმართან დაშორებამ მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. მიუხედავად მისი დეპრესიისა, 1963 წელს დაწერა მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები – „Bell Bell” და ლექსების კრებული სახელწოდებით „Ariel”.

სილვია პლეტი ექიმის დაკვირვების ქვეშ იყო, თუმცა ერთ-ერთ შეხვედრაზე მისულ დამხმარე ქალს კარი არავინ გაუღო. აღმოჩნდა, რომ 1963 წლის 11 თებერვალს პოეტმა სამზარეულოში თავი მოიკლა. თვითმკვლელობამდე კი, მან საგულდაგულოდ ჩაკეტა იმ ოთახების კარი, რომელშიც მის შვილებს ეძინათ.

 

         ერნესტ ჰემინგუეი

ჰემინგუეის თვითმკვლელობამ სრულიად მსოფლიო შეძრა. წარმოუდგენელი იყო – რატომ უნდა დაესრულებინა სიცოცხლე თვითმკვლელობით ადამიანს, რომელიც იყო წარმატებული და რეალიზებული. მწერალი 1899 წლის ივლისში დაიბადა. საშუალო სკოლაში გამოირჩეოდა წერის სტილით. პირველი მსოფლიო ომის ბრძოლიდან დაბრუნებული ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა და დაიწყო ჟურნალისტობა სხვადასხვა გამოცემებისთვის. ის აშუქებდა ესპანეთის სამოქალაქო ომს. პარალელურად, წერდა ნაწარმოებებს, რომლებიც კლასიკად იქცა.

ამ პერიოდში მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. მან იტალია-ავსტრიის ფრონტზე ყუმბარის აფეთქების შედეგად ორასზე მეტი ჭრილობა მიიღო. მის გადასარჩენად მრავალი ოპერაციის ჩატარება გახდა საჭირო. ამ გამოცდილების შემდეგ,  შემდეგაც უარი თქვა სამხედრო კორესპონდენტობის  კარიერაზე და საცხოვრებლად აიდაჰოში გადავიდა. 1961 წლის 2 ივლისის დილას, ერსნესტ ჰემინგუეი ჩუმად გავიდა ოთახიდან, სადაც მის მეუღლეს ეძინა, იარაღის სათავსოებიდან ამოარჩია ერთ-ერთი და დაბლა ჩავიდა. მწერალმა თავი საკუთარი სახლის ფოიეში მოიკლა. მისი მეუღლე მერი დიდი ხნის მანძილზე ამტკიცებდა, რომ ეს შემთხვევითობა იყო, თუმცა საბოლოოდ აღიარა, რომ მეუღლის თვითმკვლელობა მიზანმიმართული იყო.

ვირჯინია ვულფი

დაიბადა 1882 წელს, ლონდონში.  დედის გარდაცვალებისას ცამეტი წლის იყო, მას შემდეგ კი ფსიქიკური პრობლემები დაეწყო. 1905 წელს ვულფი წერდა „თაიმსის“ ლიტერატურული დამატებისთვის. კიდევ ერთ ტრავმად 1906 წელს ერთ-ერთი ძმის, ტობის გარდაცვალება იქცა. ამ შემთხვევასთან დაკავშირებული ტკივილი მისი რომანის „ტალღების“ საფუძველი გახდა. რამდენჯერმე სცადა თვითმკვლელობაც, თუმცა – უშედეგოდ.

1941 წლის 28 მარტს ვირჯინიამ გამოსამშვიდობებელი წერილი დაწერა თავისი მეუღლისთვისა და დისთვის. ქმრისთვის დატოვებულ წერილში, ვირჯინია წერდა : „ ვგრძნობ, როგორ ვიშლები ჭკუიდან … ჩამესმის უცნაური ხმები.. ამჯერად ვეღარ გამოვჯანმრთელდები. გადავწყვიტე გავაკეთო ის, რაც საუკეთესო გამოსავლად ჩავთვალე“ .
მდინარე ოუსთან მისულმა ტანისამოსში ქვებით აავსო და თავი დაიხრჩო.

ავტორი: მარიკო ნაცარიშვილი

Please follow and like us: