საქართველოს, წლების მანძილზე, არაერთი ინტელექტუალური თამაშისთვის „უმასპინძლია“. როგორც წესი, ისინი უცხოურის ანალოგებია ხოლმე.ასე თუ ისე, ჩვენს ქვეყანაში ისინი დიდი პოპულარობით სარგებლობს და საზოგადოებისთვის ძალზე საინტერესოა.ამ ტიპის თამაშებში ახალგაზრდების აქტიურობა საკმაოდ მაღალია და კონკურენციაც ჯანსაღია. ტელეეკრანებზე ერთ ასეთ შეჯიბრს მეორე ცვლის და იცვლებიან თამაშის მსურველები. ამ თამაშების უკან ცოდნა დგას.  განათლების ექსპერტის, გიორგი გახელაძის შეფასებით, დღევანდელი საქართველოს რეალობაში მსგავსი თამაშები უცხო ხილი ნამდვილად არ არის:

„საგანმანათლებლო/ინტელექტუალური თამაშები არის ძალიან ბევრნაირი და სხვადასხვა დანიშნულების მატარებელი. ეს სხვადასხვა თამაში არის სხვადასხვა უნარის მასტიმულირებელი, ხელშემწყობი და განმავითარებელი. ეს გადაცემები იმ შედეგებზეა ორიენტირებული, რა მიზნებიც აქვს კონკრეტული ფორმატის თამაშს  ასეთი ბევრია – ზოგიერთი არის მეხსიერების გავითარებაზე ორიენტირებული, ზოგის მიზანი გახლავთ ანალიზის უნარის გაუმჯობესება. შეიძლება, ეს მიზანი შერეული მახასიათებლების მქონეც იყოს. სხვები გახლავთ მოტორიკაზე ორიენტირებული და ა.შ.

მასობრივი მედიების მიერ შემოთავაზებულ საგანმანათლებლო-ინტელექტუალური თამაშების შემთხვევაში, ჩვენს შემთხვევაში ისინი, როგორც წესი, ნამდვილად არის უცხოური ქვეყნების გამოცდილების ანალოგები. მაგრამ მსგავსი ტიპის თამაშები არანაირად არის უცხო ქართული საზოგადოებისათვის. ამაში არაფერია ახალი უკვე საუკუნეების განმავლობაში. შემოთავაზებული თამაშების კონტექსტები რამდენად არის ადაპტირებული ქართულ რეალობაზე, ამის მიხედვით შეიძლება განსჯა – ვარგა, თუ არ ვარგა; იმუშავებს, თუ არ იმუშავებს; მოეწონებათ, თუ არ მოეწონებათ ახალგაზრდებს. საბოლოოდ, ისინი მაინც თამაშია და შეჯიბრია. ვლინდება გამარჯვებული, წარჩინებული და ა.შ. არაფერი წინააღმდეგობა არ არის იმასთან დაკავშირებით, უცხოურ საზოგადოებებში უფრო ადრე მოიფიქრეს კონკრეტული თამაშების ორგანიზება  და მერე გახორციელდა ის საქართველოს ფარგლებში, თუ პირიქით. საგანმანათლებლო/ინტელექტუალური თამაშების შემთხვევაში ამას არანაირი მნიშვნელობა  აქვს.

შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ნაკლებად გამავითარებელი თამაშები არის „ეტალონი“ და „რა? სად? როდის?“. ფაქტობრივად, ისინი მხოლოდ მეხსიერების სტიმულირებაზეა ორიენტირებული. რაც უნდა გვარწმუნებდნენ ამ თამაშების ორგანიზატორები და გულშემატკივრები, რომ კიდევ უფრო მეტ უნარსა და ანალიზის შესაძლებლობას ავითარებს, სინამდვილეში მათი მიზანი მხოლოდ მეხსიერებაზე გადის. ამასაც აქვს საკუთარი ადგილი საგანმანათლებლო სივრცეში. მეხსიერების იგნორირებას არავინ აკეთებს. მეხსიერებაში ვაჯობო სხვას და ეს იყოს განათლებულობის მაჩვენებელი – არასწორი მიდგომაა და ძალიან შორსაა განათლების დატვირთვისგან. რა თქმა უნდა, ისინი ნაკლებად არის ორიენტირებული ახლის შეცნობასა და რეალიზებაზე. ადრე იყო ასეთი გუნდური თამაში – „ცხრაკლიტული“. ეს იყო მხოლოდ საქართველოში და არ იყო გავრცელებული მთელს საბჭოთა კავშირში. საინტერესო იყო“.

შესაძლებელია იმის ჩამოთვლა, რატომ არის დადებითი პროცესი ამ თამაშების არსებობა:

  • მეხსიერების სტიმულირება;
  • მსჯელობის, ანალიზისა და კრიტიკული აზროვნების უნარის გაუმჯობესება;
  • ჯგუფურობის/გუნდურობის განცდა;
  • აქტიური კომუნიკაცია;
  • ახლის შემეცნება;
  • კონკურენციის პირობებში ცივი გონებით აზროვნების უნარი;
  • მობილიზების/კონცენტრაციის უნარი;
  • საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობა;
  • დაგეგმვისა და ინიციატივების შემუშავების უნარის გამომუშავება;
  • სხვ.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: