20 საათის წინ
მიკროგრანტების და მცირე მეწარმეობის დახმარების პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა
20 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 4-ით გაიზარდა
4 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
7 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები

ეს საქმე არის დადასტურება იმის, როგორ შეიძლება დაგესხან თავს შენი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე და ამ თავდასხმის გამო, კიდე შენ მიგცენ პასუხისგებაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას ადვოკატმა, სულხან კომახიძემ უგულავასთვის 2 000-ლარიანი გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით განუცხადა.

ადვოკატის თქმით, გიგი უგულავა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდა სასამართლო პროცესზე და მას დასწრებაზე უარი არ უთქვამს.

მისივე განცხადებით, საქმის მასალები უგულავას ბრალეულობას ვერ ამტკიცებს.

“სასამართლომ დაურღვია გიგი უგულავას სამართლიანი სასამართლოს უფლება. გიგი უგულავას უარი არ უთქვამს სასამართლოში გამოცხადებაზე, მას აქვს ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემა და იმიტომ ვერ მოახერხა დღეს მოსვლა. ის, რომ პასპორტის და პირადობის ჩამორთმევა უკანონოა, ამაზე საუბრის გაგრძელება არ ღირს. ეს საქმე არის დადასტურება იმის, როგორ შეიძლება დაგესხან თავს შენი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე და ამ თავდასხმის გამო , კიდე შენ მიგცენ პასუხისგებაში. საქმის მასალებს სრულყოფილად ვერ გავეცანი, რადგან ამის საშუალება არ მომეცა, მაგრამ რასაც გავეცანი, ამ ბრალეულობას ვერ ადასტურებს. აღკვეთის ღონისძიება უსამართლოა”, – განაცხადა ადვოკატმა.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, ბრალდებულ გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, რომლის შესატანად 30 დღე მიეცა.

ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, უგულავამ საგამოძიებო უწყებას უნდა ჩააბაროს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და პასპორტი. საქმეზე წინასასამართლო სხდომა ჩაინიშნა 2020 წლის 30 იანვარს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი გუშინ დილას თბილისის აეროპორტში მოხდა. „ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, ორი მამაკაცი გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

Please follow and like us: