რა აბსურდია, რომ გრეტა წლის ადამიანი გახდა- ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჟურნალ Times-ის მიერ გრეტა თუნბერგის წლის ადამიანად დასახელებას.

„გრეტამ ბრაზის მენეჯმენტის პრობლემებზე უნდა იმუშაოს, შემდეგ კი მეგობრებთან ერთად კარგი ფილმის საყურებლად წავიდეს“-დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალმა Times-მა შვედი გარემოსდამცველი აქტივისტი გრეტა თუნბერგი წლის ადამიანად დაასახელა.

1 წლის წინ მან კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო აქციები სტოკჰოლმში მარტომ დაიწყო. მას მალევე გამოუჩნდნენ თანამოაზრეები და ყოველ პარასკევს ევროპის ქვეყნების უმეტესობაში სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები მასშტაბურ აქციებს სახელწოდებით „პარასკევი მომავლისათვის“ მართავდნენ. ისინი ევროპელ ლიდერებს კლიმატის ცვლილების შეჩერებისკენ მოუწოდებენ.

Please follow and like us: