ლიბანში გატაცებული თურქი პილოტები მურათ აქფინარი და მურათ აღჯა გათავისუფლების შემდეგ სტაბოლში დაბრუნდნენ.
თურქ პილოტებს სტამბოლში პრემიერი ერდოღანი და ოჯახის წევრები დახვდნენ. ლიბანში 71 დღიანი ტყვეობის შემდეგ თურქეთის, კატარისა და ლიბანის მიერ წარმოებული მოლაპარაკებების შემდეგ ტყვეობიდან გაათავისუფლებულმა თურქეთის ავიახაზების პილოტებმა განაცხადეს, რომ მათ მთელი ამ ხნის მანძილზე დიდ ძალას აძლევდათ რადიო თურქეთის ხმის გადაცემები. მათი თქმით, ისინი ინფორმაციებს სწორედ ამ რადიოს მეშვეობით იღებდნენ.
”მოკლე ტალღის მაუწყებლობის მქონე რადიო თურქეთის ხმამ ჩვენ ბევრი რამ მოგვცა” – განაცხადა დამხმარე კაპიტანმა, პილოტმა აღჯამ და ამ რადიოს მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთ-ლიბანის რეისის პილოტები, თურქეთის ავიახაზების თანამშრომლები აქფინარი და აღჯა 9 აგვისტოს ბეირუთში სასტუმროდან შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს.
24.10.13