9 წთ წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
11 წთ წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
12 წთ წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები
14 წთ წინ
კელი დეგნანი – როგორც საქართველოს მტკიცე მეგობრები, დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას
2 დღის წინ
მსოფლიოში პირველად – იასამნის გამოხდის პრეცედენტი საქართველოში

ჩვენი ყოველდღიურობა შედგება ჩვენი აზრებისა და სხვების აზრებისგან. ხშირია შემთხვევა, როდესაც საკუთარზე მეტად სხვების შთაბეჭდილებები არის ჩვენთვის საინტერესო და საჭირო. უნდა ითქვას, რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრისთვის არის უპირატესი დამოკიდებულებები, რომლებიც ჩვენ გვეხება, მაგრამ ჩვენ არ გვეკუთვნის. როგორ მოვაწონოთ ადამიანებს საკუთარი თავი ან, საერთოდ, უნდა მოვაწონოთ თუ არა – საკითხის შესახებ „თბილისი თაიმსს“ ფსიქოლოგი მარიამ იველაშვილი ესაუბრა.

ზოგადად, როგორ ზემოქმედებს ადამიანზე სხვისი აზრი?

ქართულ რეალობაში” სხვისი აზრის” ფენომენი საკმაოდ პოპულარულია. ხანდახან ადამიანი იმდენად შეიძლება, დამოკიდებული იყოს ამაზე, რომ რეალობის თვითაღქმის უნარიც კი დაკარგოს. რა თქმა უნდა, ეს ცალსახად ასე არ არის ყველა შემთხვევაში, მაგრამ ზოგადი სურათი ამაზე მეტყველებს.

რამდენად სტრესულია ადამიანის მცდელობა, სხვებს საკუთარი თავი მოაწონოს?

მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ სტრესულია, აკეთებდე იმას, რაც შენ კი არა, არამედ სხვას უნდა მოეწონოს. ასეთ დროს ადამიანს შესაძლოა, იდენტობის აღქმა დაუქვეითდეს. ადამიანი არის ბუნებით თავისუფალი არსება – პიროვნება, რომლისთვისაც ეს ერთ-ერთი უმთავრესი ინდიკატორია იმისთვის, რომ ადამიანად იგრძნოს თავი. თუ ადამიანი საკუთარ თავისუფალებაზე ამბობს უარს, შესაბამისად მისი არსებობის აზრიც სადღაც ქრება და იგი იკარგება. ძალიან ძალიან ხშირად სწორედ ეს უდევს საფუძვლად ფსიქიკურ პრობლემებს.

უმეტესად, რა მეთოდებს მიმართავს ამისთვის პიროვნება?

ყველაფერს, გარდა იმ მეთოდებისა, რომლებიც ერთნაირად სასარგებლო იქნებოდა როგორც მისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისგანაც რაიმეს მოელის. ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება: ავიღოთ ჩვეულებრივი ქართული ოჯახი, ქალიც და კაციც იძულებულია (კულტურული ნორმებიდან გამომდინარე), თავი მოაწონოს თავისი საყვარელი ადამიანის ოჯახის წევრებს, გააკეთოს სადილი ყველასათვის მიუხედავად იმისა, უნდა თუ არა თავად ეს. ჩაიცვას ისე, როგორც ეტყვის ქმარი/ცოლი. უფრო მეტსაც გეტყვით – აირჩიოს ისეთი სამსახური, რომელიც მისი ოჯახისთვის იდეოლოგიურად მისაღებია და ა.შ.

თუმცა, არსებობს მეორე გზა, თუ როგორ მოვაწონოთ თავი ადამიანებს ისე, რომ არ იყოს ეს ჩვენთვის სტრესული, საკუთარ თავისუფლებაზე უარის თქმის ტოლფასი და ამითი სხვაც კმაყოფილი დარჩეს. რამდენიმე ხერხი არსებობს ამისთვის, რომელიც ძალიან მარტივი, ბუნებრივი და სასიამოვნოც კია. ამ ყველაფერს მე ვასწავლი ჩემს მსმენელებს, რომელსაც არაჩვეულებრივად იყენებენ გასაუბრებაზე, პაემანზე, ურთიერთობების სხვადასხვა ეტაპზე. პირველი შთაბეჭდილების მოხდენა მეტწილად განსაზღვრავს ურთიერთობის შემდეგ ეტაპებს და ამიტომაა აუცილებელი ამისი ცოდნა ყველა ადამიანისთვის.

როგორ უნდა შეინარჩუნოს ადამიანმა ეს „მოპოვებული“ განწყობა?

როგორც უკვე ვახსენე, პირველი შთაბეჭდილება განსაზღვრავს ურთიერთობის შემდეგ ეტაპს და ამიტომ შემდეგ აღარ გვჭირდება იმდენი ძალისხმევა, რამდენიც თავდაპირველად. მნიშვნელოვანი ამ ტექნიკების ფლობა.

Please follow and like us: