3 საათის წინ
ეკა დგებუაძე – ტელესკოლა, ონლაინ სწავლება და სხვა მეთოდოლოგია იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრი არ ჩავარდება
4 საათის წინ
ჯორჯ ვისანი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს ოფიციალურ პირებს კორონავირუსის დასამარცხებლად განხორციელებული ზომებისთვის აქებს
4 საათის წინ
ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ფულთან ჰქონდა შეხება
4 საათის წინ
პირს, რომელსაც ქალაქიდან ქალაქში მანქანით მგზავრობისას ტემპერატურა დაუფიქსირდება, გზის გაგრძელების უფლებას არ მისცემენ და კლინიკაში გადაიყვანენ
7 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა

თბილისის ქუჩები მრავალფეროვნებითაა სავსე, გამოსარჩევია ყველა ის შენობა თუ ძეგლი, რომელსაც თავისი ისტორია აქვს, თუმცა ამჯერად უნდა გამოვარჩიოთ თბილისელები, რომლებსაც, დამიჯერეთ, გაცილებით მეტი ამბის თხრობა ძალუძთ, თითოეულ გამყიდველს, გაჭირვებულს თუ უბრალო გამვლელს. ამ სტატიაში მინდოდა მეჩვენებინა იმ ხალხის სახე, რომელსაც, თბილისის ქუჩებში ხშირად შეხვდებით, ასევე უბრალოდ კარგი და პოზიტიური კადრები. ფოტოები The Tbilisi Times-ს მიაწოდა მოყვარულმა ფოტოგრაფმა და ორიოდე სიტყვით აღწერა გადაღების პროცესი და ქუჩის ფოტოგრაფიის სირთულე.

„ალბათ, ქუჩაში სეირნობისას ხშირად ვაკვირდებით ლამაზ ხედებს, შენობათა არქიტექტურა გვაოცებს ან შესაძლოა თავს მაღლა საერთოდ არ ვწევთ, ჩვენს შინაგან სამყაროში ჩაკეტილნი მივაბიჯებთ ქუჩებში. არადა ამ დროს ჩვენ გარშემო შეიძლება ძალიან საინტერესო რამ ხდებოდეს. ფოტოგრაფია გეხმარება უკეთ ეზიარო გარე სამყაროს, დაუკვირდე ისეთ დეტალებს, რომლებისთვისაც შესაძლოა ადრე ყურადღებაც კი არ მიგიქცევია, ასევე ძალიან აზარტული რამაა, განსაკუთრებით ქუჩის ფოტოგრაფია, რადგან აქ წინასწარ არაფერია დაგეგმილი, მთავარია ინტუიცია, მოთმინება, მახვილი თვალი, შენს გემოზე გამართული კამერა და კადრი შენია.

ალბათ დავიწყებ იქიდან, რომ ვარ დამწყები მხატვარი, კერძოდ პორტრეტისტი, შესაბამისად, ჩემთვის ფოტოგრაფიის სფეროში განსაკუთრებით საინტერესო იყო ჩვეულებრივი ქალაქის მაცხოვრებლების სახეთა აღბეჭდვა, რადგან სახე მეტ ისტორიას ატარებს, ვიდრე თავად ადამიანმა შეიძლება გადმოსცეს, ყოველი ნაოჭი, ხალი, ჩავარდნილი ლოყები, თვალებში მოციცმიცე მზე, ღიმილი… მათ უკან განსხვავებული ისტორიებია, განსხვავებული საუკუნე, განსხვავებული შეგრძნებები.

განსაკუთრებით გამოვყოფდი ფოტოგრაფიის პირველ დღეს, როცა Youtube-ში ნანახი მრავალი თეორიით დატვირთული რეალობაში სულ სხვა სურათი გხვდება, ამიტომ ახალ თეორიებს გზადაგზა თავად ქმნი. სულაც არ მოველოდი რომ ქალაქში ყოველ მეორე ნაბიჯზე მომღიმარი სახე დამხვდებოდა, თუმცა ასეთ სურათს ნამდვილად არ ველოდი, დაღლილი სახეები, გაღიზიანებული თვალები, ფერმკრთალი ტუჩები, ბევრი ნაძალადევი ღიმილი, თუმცა იყო გამონაკლისებიც. განსაკუთრებით უნდა ავღნიშნო რა სირთულეებს აწყდება ფოტოგრაფი, რომელიც ადამიანს უღებს, კერძოდ, ხშირად, მომსდევდნენ ყვირილით ფოტო წაშალეო, თუმცა მათიც მესმის, ეს მათი პირადი ცხოვრებაა და მე კომფორტის ზონას ვურღვევ.“

ავტორი: სოფო გიორგაძე

Please follow and like us: