1 საათის წინ
ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა
2 საათის წინ
ევროკავშირი საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლისთვის 183 მილიონ ევროს გამოუყოფს
1 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 46 უკვე გამოჯანმრთელდა
2 დღის წინ
პატრიარქი – უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა, ყველაფერი სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს
2 დღის წინ
თენგიზ ცერცვაძე – საქართველოს ინფექციის გავრცელებით 109-ე ადგილი უკავია და ჩვენ უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, სადაც ვირუსის დიაგნოსტიკა ხდება თუ არა, ესეც არ ვიცით

ლარის კურსმა დასტაბილურება დაიწყო, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს ყველა წინაპირობა, რომ საქართველოს ეროვნული ვალუტის მსყიდველუნარიანობა გამყარდეს.

„მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ეროვნული ბანკისა და ეკონომიკური გუნდის გადაწყვეტილებების ფონზე, რაც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ეხებოდა, ჩვენ უნდა ველოდოთ მხოლოდ პოზიტიურ ტენდენციას ამ მიმართულებით. ლარის კურსმა დაიწყო დასტაბილურება. გარკვეული მოკლევადიანი რყევები ყოველთვის იქნება, რადგან თავისუფალი, მცურავი სავალუტო კურსი გვაქვს, მაგრამ მთლიანობაში, ყველა წინაპირობა არსებობს, რომ ჩვენი ეროვნული ვალუტის მსყიდველუნარიანობა გამყარდეს და ინფლაცია მოვთოკოთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

Please follow and like us: