საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის როგორც ნაერთი, ისე სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმა გადაჭარბებით შესრულდა.

22 დეკემბრის მდგომარეობით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 11 მილიარდ 371,9 მილიონი ლარი შეადგინა. ამ დროისთვის გადაჭარბება 61,9 მლნ ლარია.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტს – საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა ცხრა მილიარდ 651,8 მილიონი ლარი. გადაჭარბება 6,8 მლნ ლარს შეადგენს.

Please follow and like us: