2 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
5 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
5 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
5 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
5 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები

დავით რუსაძე მაყურებელმა პროექტ „საქართველოს ვარსკვლავიდან“ გაიცნო. „ევროვიზიისთვის“ ბრძოლაში ის იმ ცხრა კონკურსანტთან ერთად იბრძოდა, რომელიც სხვადასხვა მუსიკალური პროექტის გამარჯვებული ან ფინალისტია. მაყურებლის გულშემატკივრობით ის ნახევარფინალამდე მივიდა. კონკურსში მონაწილეობით მან საკუთარი ოცნება აიხდინა და დიდი სცენისკენ პირველი უდიდესი ნაბიჯი გადადგა.

დიდი კონკურენციის ფონზე მან საკუთარი მსმენელი შეიძინა, მათი გული მოიგო და წარმატების გზას დაადგა. საკუთარ მუსიკალურ გეგმებსა და ოცნებებზე  დავითი „თბილისი თაიმსს“ თვითონ ესაუბრა.

რა მიზნით გადაწყვიტე, „საქართველოს ვარსკვლავში“ მიგეღო მონაწილეობა?

„საქართველოს ვარსკვლავში“ მონაწილეობის მიღება, პირველ ყოვლისა, იმიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემი და დედას  ოცნება ამეხდინა  – დავმდგარიყავი დიდ სცენაზე და, ამავდროულად, ჩემი კარიერისთვის ვფიქრობ, რომ შესანიშნავი დასაწყისია. ვაპირებ, რომ მთელი ცხოვრება მუსიკას მივუძღვნა და ვწერო ჩემი საავტორო სიმღერები, რომლებზე მუშაობასაც ახლო მომავალში ვაპირებ.

მონაწილეთაგან მხოლოდ შენ არ გქონია კონკურსში მონაწილეობის გამოცდილება. კონკურენციამ არ დაგაბრკოლა?

არა, საერთოდ არ მქონია დაბრკოლება. პირიქით, თავიანთ გამოცდილებას მიზიარებდნენ და ყველანაირად გვერდში მედგნენ. მინდა, მათ ყველას წარმატება ვუსურვო. შემიძლია, თამამად თქვა, რომ ასეთი ათეული არ ყოფილა არცერთ პროექტში. ყველა  მეგობრულად ვიყავით, რჩევებსა და აზრებს ვუზიარებდით ერთმანეთს; კონკურენცია კი საერთოდ არ ვიცოდით, რა იყო,   იმდენად ერთი ორგანიზმი ვიყავით, ვართ და ვიქნებით.

ბევრი გულშემატკივარი შეიძინე. რას ნიშნავს შენთვის მათი მხარდაჭერა?

გულშემატკივრების მხარდაჭერა ძალიან ბევრს ნიშნავს, მოტივაციაა ჩემთვის და თითოეული ხელოვანისთის. ჩემს შემთხვევაში გეტყვით – გაოგნებული ვარ, რომ ამდენი გულშემატკივარი შევიძინე ჩემი პირველი ნაბიჯის შემდეგ და გახარებული ვარ, რადგან უცნობი ბიჭი შეიყვარეს, რომლის შესახებაც ამ პროექტის მეშვეობით გაიგეს.

გარდა მუსიკისა, რით ხარ დაინტერესებული?

გარდა მუსიკისა, სიმართლე გითხრათ, არაფრით ვარ დაინტერესებული – მხოლოდ მუსიკა, მუსიკა და მუსიკა. ჰობად მაქვს, უბრალოდ, კალათბურთის თამაში.

რა მუსიკალური გეგმები გაქვს?

გეგმას რაც შეეხება, მინდა, რომ  შევისწავლო მუსიკა ღრმად – შევისწავლო სხვადასხვა ჟანრი, ვუსმინო ბევრნაირ მუსიკას  და შემდეგ  უნდა დავიწყო ჩემს მუსიკაზე მუშაობა და საავტორო  სიმღერების გამოშვება. ძალიან მინდა, საზღვარგარეთ ვისწავლო, მაგალითად, გერმანიაში, ბრიტანეთსა და ამერიკაში.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: