სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით,  მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისში ნუშისა და კაკლის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება, რომელიც თანამედროვე სტანდარტის შესაბამისად იქნება მოწყობილი.

ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ამ მიზნით 1 540 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება.

საწარმოს ასაშენებლად, შპს „ჯი ი ინვესტმენტ კორპს“ ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან სოფელ ნიჩბისში მდებარე 91 094 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა ერთ ლარად გადაეცა.

სააგენტოს ცნობით, კომპანია ნედლეულს ადგილობრივი მოსახლეობისგან ჩაიბარებს.

Please follow and like us: