თბილისის მერმა, კახა კალაძე საქართველოს პირველი რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე საახალწლო სამზადისი დაათვალიერა.

თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 25 დეკემბერს, 20:00 საათზე საზეიმოდ აინთება.

ნაძვის ხის საზეიმო განათებამდე პირველი რესპუბლიკის მოედანზე მიუზიკლი იქნება წარმოდგენილი, სახელწოდებით – „საახალწლო ექსპრესი“.

კულტურული ღონისძიებების გარდა წელს, საახალწლო ქალაქი მრავალფეროვანი გასართობი და შემეცნებითი წარმოდგენებით იქნება დატვირთული.

ბავშვების განწყობაზე ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა და მისი თანაშემწეები მთელი დღის განმავლობაში იზრუნებენ.

„25 დეკემბრიდან ყოველდღიურად, დღის 12:00 საათიდან ღამის 12:00 საათამდე იქნება შესაძლებელი, მობრძანდეთ, მოიყვანოთ თქვენი პატარები, გაერთოთ. იქნება სხვადასხვა წარმოდგენა, კონცერტები, შოუები. 20:00 საათზე, ყოველ საღამოს იქნება სხვადასხვა ტიპის კონცერტი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Please follow and like us: