ადამიანის თავისუფლების ინდექსი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ინდექსია 2019 წლის მონაცემებს აქვეყნებს. ისინი თითოეულ ქვეყანაში ადამიანთა თავისუფლებას 0-დან 10 ქულამდე აფასებენ. ინდექსი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა კანონის უზენაესობა, უსაფრთხოება, საკანონმდებლო სისტემა, ადამიანების უფლებების დაცვა და სხვა.

შედეგების მიხედვით, განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ქვეყნებშია. უფრო კონკრეტულად კი პირველი ათეული ახალმა ზელანდიამ, შვეიცარიამ, ჰონგ-კონგმა, კანადამ, ავსტრალიამ, დანიამ, ლუქსემბურგმა, ფინეთმა, გერმანიამ და ირლანდიამ დაიკავეს.

რაც შეეხება საქართველოს, ის 162 ქვეყანას შორის, რეიტინგში 7.74 ქულით 41-ე ადგილს იკავებს, რაც რეგიონის ქვეყნებთან შედარებით უკეთესი მაჩვენებელია.

უფრო კონკრეტულად კი ინდექსის მიხედვით, პიროვნული თავისუფლების მაჩვენებელი 7.53-ს, ხოლო ეკონომიკური თავისუფლების 7.94-ს შეადგენს.

სხვადასხვა კრიტერიუმს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი უსაფრთხოებასა და დაცულობაშია და 9.1-ს შეადგენს, ხოლო ყველაზე დაბალი – 5.4 კანონის უზენაესობაშია.

Please follow and like us: