უეფა-ს ოფიციალური გვერდის კორესპონდენტებმა კონტინენტის 50 გამორჩეული ახალგაზრდა ფეხბურთელის სია შეადგინეს, რომლებმაც შესაძლოა, 2020 წელს გაიბრწყინონ. ამ სიაში 18 წლის ქართველი ზურიკო დავითაშვილიც დაასახელეს.
 
„ჩვენ მთელ კონტინენტზე უეფა-ს რეპორტიორების გუნდს ვთხოვეთ, აირჩიონ ევროპის ამომავალი ვარსკვლავები. ყველა მათგანს აქვს უნარი, 2020 წელს ყურადღება მიიქციოს“, – წერს უეფას ოფიციალური გვერდი.
საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ შემტევი ნახევარმცველის დასახელება ასე დაასაბუთეს: „შემტევმა ნახევარმცველმა გიგანტური ნახტომი გააკეთა საქართველოს ჩემპიონატიდან რუსეთის ლიგაში, სადაც კარგად გამოიყურებოდა. შედეგიანი თავდამსხმელის, სულიკო დავითაშვილის ვაჟი, უკვე საქართველოს ნაკრების წევრია“ .
ზურიკო დავითაშვილი ფეხბურთის ფედერაციამ 2019 წლის გამორჩეულების დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელად აღიარა.
Please follow and like us: