საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საპრეზიდენტო საშობაო შეწყალებასთან დაკავშირებით დღეს, 12:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება.

18 სექტემბერს გამოცხადებული მორატორიუმის  შემდეგ, პრეზიდენტი შეწყალების აქტს პირველად გამოსცემს.

ამ დროისთვის უცნობია, იქნება თუ არა შეწყალებულთა სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე.

მსჯავრდებულთა შეწყალება ახალუ წესის მიხედვით მოხდება, რომელიც 2019 წლის 27 ნოემბერს შევიდა ძალაში.

Please follow and like us: