ყველაფერი უნდა ვუთხრათ უფალს, უფალი შეისმენს ვედრებასა ჩვენსა, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების ტაძარში, საშობაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას აღნიშნა.

„დღეს ცა და ქვეყანა გალობს, დიდება უფალს და მადლობა უფალს. დღეს უფალმა ცანი მოსდრიკნა და ციდან გარდამოვიდა კრავი ღვთისა უფალი ჩვენი იესო ქრისტე. რით შევეგებოთ? რა ვუთხრათ? ვუთხრათ რომ გაჭირვებული ვართ, ვუთხრათ რომ გვჭირდება მადლი ღვთისა, ყველაფერი უნდა ვუთხრათ უფალსა, უფალი შეისმენს ვედრებასა ჩვენსა.

დალოცვილი და გახარებული იყავით ორსავე სოფელსა შინა, ჩვენთან არს ღმერთი“,- განაცხადა პატრიარქმა.

Please follow and like us: