4 საათის წინ
ეკა დგებუაძე – ტელესკოლა, ონლაინ სწავლება და სხვა მეთოდოლოგია იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრი არ ჩავარდება
4 საათის წინ
ჯორჯ ვისანი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს ოფიციალურ პირებს კორონავირუსის დასამარცხებლად განხორციელებული ზომებისთვის აქებს
4 საათის წინ
ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ფულთან ჰქონდა შეხება
4 საათის წინ
პირს, რომელსაც ქალაქიდან ქალაქში მანქანით მგზავრობისას ტემპერატურა დაუფიქსირდება, გზის გაგრძელების უფლებას არ მისცემენ და კლინიკაში გადაიყვანენ
7 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა

ირანმა სარაკეტო დარტყმა ერაყში დისლოცირებულ ორ სამხედრო ობიექტზე განახორციელა, სადაც ამერიკელი სამხედროები იმყოფებიან.

როგორც ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ეს იყო თეირანის შურისძიება ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის გამო.

იერიშის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აფრთხილებს აშშ-ის ყველა მოკავშირეს, ვინც საკუთარ ბაზებს აშშ-ის სამხედრო ძალებს უთმობს, რომ ისინი გახდებიან ირანის სამიზნე.

ირანის სარაკეტო დარტყმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც აშშ-ის მიერ ლიკვიდირებული ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი მშობლიურ ქალაქში დაკრძალეს.

სარაკეტო დარტყმების სამიზნე გახდა სამხედრო საჰაერო ბაზა აინ ალ-ასადი. ეს ბაზა ამერიკელებმა პირველად 2003 წელს გამოიყენეს. შემდეგ კი, ამ ბაზაზე დისლოცირებული სამხედროები ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძოდნენ. ამ ბაზაზე 1500 ამერიკელი სამხედრო იმყოფება.

კიდევ ერთი სამხედრო ობიექტი, რომელზეც ირანმა სარაკეტო დარტყმა განახორციელა, ქალაქ ერბილის აეროპორტი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ერბილის მიმართულებით რამდენიმე ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა ისროლეს, თუმცა „სიენენის“ ცნობით, მათი ნაწილი არ აფეთქდა.

ამ ეტაპზე დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება. ამასთან, ტელეკომპანია „სიენენის“ ინფორმაციით, ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად, ერაყელები დაშავდნენ.

აშშ-მა ირანის სარაკეტო დარტყმამდე განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში დისლოცირებული სამხედრო ძალები სრულ მზადყოფნაში არიან. მათ შორის ამ რეგიონში განთავსებული საზენიტო სარაკეტო კომპლექსები – „პეტრიოტები“ .

ირანის სარაკეტო დარტყმების შემდეგ თეთრ სახლში საგანგებო თათბირი გაიმართა, რომელშიც აშშ-ის თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი და სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მონაწილეობდნენ. თათბირის შემდეგ პრესისთვის კომენტარი არ გაკეთებულა.

Please follow and like us: