სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე თეირანში, უკრაინის თვითმფრინავის ავტოკატასტროფის გამო, სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

„გვინდა, გამოვხატოთ ჩვენი გულისტკივილი ა.წ. 8 იანვარს თეირანში, უკრაინის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო, რასაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს, ვუსამძიმრებთ უკრაინის პრეზიდენტს და ასევე იმ ქვეყნის ხელისუფალთ, რომელთა მოქალაქეებიც ბორტზე იმყოფებოდნენ“,- აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

თეირანში 8 იანვარს მომხდარ ავიაკატასტროფას 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი ემსხვერპლა. ირანში აცხადებენ, რომ უკრაინული „ბოინგის“ ჩამოვარდნა ტექნიკურ მიზეზებს უკავშირდება. თავის მხრივ, ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ თვითმფრინავმა ტექნიკური შემოწმება 6 იანვარს გაიარა და რაიმე ხარვეზი დაფიქსირებული არ ყოფილა.

Please follow and like us: