2 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
5 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 კვირის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 კვირის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

ტყვიის  შემცველობაზე კვლევის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შედის, რომელთა თანახმად, პროგრამაში შვიდ წლამდე ასაკის ყველა ის ბავშვი ჩაერთვება, რომელსაც სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობის სიმპტომები აღენიშნება.ეს სიმპტომებია: ჰიპერაქტიურობა, ყურადღების დეფიციტი, ქცევითი აშლილობა…

საქართველოში უკვე არსებობს ლაბორატორია, სადაც სისხლში ტყვიის შემცველობის მაჩვენებელს ადგენენ. უფასოა მედიკამენტოზური მკურნალობაც.

„აღნიშნული ცვლილებით, ქვეყანა ადეკვატურ რეაგირებას ახდენს იმ გამოწვევებზე, რაც უკავშირდება ბავშვების სისხლში ტყვიის დონის ზრდის მონაცემებს. ამასთან 2019 წელს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თითქმის ყველა რაიონში გადამზადდა მინიმუმ ერთი პედიატრი/ოჯახის ექიმი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, რომელთაც ადგილზე შეუძლიათ მოახდინონ შესაბამისი პრობლემის მქონე ბავშვების დროული იდენტიფიცირება და სპეციალისტთან გადამისამართება“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

როგორც ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, ეკა ადამიამ აღნიშნა, ცვლილება ძალაში 2020 წლის პირველი იანვრიდან შევიდა და ტყვიის მაღალი შემცველობის დადგენის შემთხვევაში, ბავშვის ოჯახის წევრებიც იქნებიან გამოკვლეულნი ტყვიაზე.

Please follow and like us: