1 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
1 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები
1 დღის წინ
კელი დეგნანი – როგორც საქართველოს მტკიცე მეგობრები, დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას

ბევრმა არ იცის, რომ ჩვენს ქვეყანაში 14 იანვარი ქართული სახელმწიფო დროშის დღეა. არცთუ ისე დიდი ხნის წინ, სწორედ ეს თარიღი მიეძღვნა ქართულ დროშას განსაკუთრებულად. ის ბევრ წელს ჯერ არც ითვლის, თუმცა იგეგმება, რომ ხსენებული თარიღი გაცილებით მეტი ადამიანისთვის გახდეს ცნობილი და მეტ აივანზე იფრიალოს ეროვნულმა დროშამ. არსებულ საკითხზე „თბილისი თაიმსს“ გოგა ჩანადირი ესაუბრა.

როდიდან აღინიშნება 14 იანვარი ქართული დროშის დღედ?
2004 წლის 14 იანვარს პარლამენტმა დაამტკიცა ახალი, ხუთჯვრიანი დროშა. აქედან გამომდინარე, საქართველოში 14 იანვარი მიიჩნევა ქართულო დროშის დღედ თუმცა, პირველად ეს დღე 2012 წელს აღინიშნა. მას შემდეგ უკვე ყოველ წელს აღინიშნება, მაგრამ მასშტაბები არის ძალიან მცირე, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გაგვიაზრებია დროშის მნიშვნელობა. ვერ გავიაზრეთ ის, რომ დროშა არის ქვეყნის სახე, ღირსების სახე და გამარჯვების სიმბოლო.

მე და kvira.ge-ს დამფუძნებელს, ქეთი ხოსიტაშვილს გაგვიჩნდა ინიციატივა, რომ ეს იდეა გაგვეხადა პოპულარული და ამ დღეს ჩვენს ქუჩებში, აივნებზე იფრიალებს ქართული დროშები.


ამასთანავე, ობიექტურად რომ შევაფასოთ, საქართველოს დროშა ერთ-ერთი ულამაზესია საქართველოს მასშტაბით. ის მთელს მსოფლიოში უფრო მეტად ცნობილი უნდა გახდეს. ის აუცილებლად უნდა ფრიალებდეს, უპირველესად, ჩვენს გულებში. როგორც კი ჩვენ ამას შევძლებთ, უფრო მასშტაბური იქნება მის მიმართ პატივისცემა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ბევრს ვიშრომებთ, რომ დროშა გახდეს სიმბოლო ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ცნობიერების, კულტურისა და ღირსების.

წელს რა იგეგმება ამ დღის აღსანიშნად?
კეთდება პატარა ღონისძიება. მომავალ წელს ეს თარიღი გაცილებით გრანდიოზულად უნდა აღინიშნოს. გვინდოდა, მსვლელობა მოგვეწყო საქართველოს ეროვნული დროშებით. მაგრამ ვიფიქრეთ, რომ ეს ახლა, ამ წელს არ გაგვეკეთებინა, რათა პოლიტიკური დატვირთვა არ ჰქონოდა. მომავალ წელს აუცილებლად გამოვალთ დროშებით და ადამიანებს შევახსენებთ, რომ 14 იანვარი არის საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: