3 საათის წინ
ეკა დგებუაძე – ტელესკოლა, ონლაინ სწავლება და სხვა მეთოდოლოგია იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრი არ ჩავარდება
3 საათის წინ
ჯორჯ ვისანი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს ოფიციალურ პირებს კორონავირუსის დასამარცხებლად განხორციელებული ზომებისთვის აქებს
3 საათის წინ
ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ფულთან ჰქონდა შეხება
3 საათის წინ
პირს, რომელსაც ქალაქიდან ქალაქში მანქანით მგზავრობისას ტემპერატურა დაუფიქსირდება, გზის გაგრძელების უფლებას არ მისცემენ და კლინიკაში გადაიყვანენ
6 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა

საჯარო სკოლებში სწავლა დღეს განახლდება​​განათლების სამინისტროში აღნიშნავენ, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, ამ ეტაპზე, გრიპის ვირუსის მიზეზით, სწავლის გადადების საფუძველი არ არსებობს.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო დაწესებულებებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ არდადეგების პერიოდი სკოლის შენობებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად გამოეყენებინათ. ხოლო სასწავლო პროცესის აღდგენის შემდეგ, სკოლაში სისტემატურად დალაგდეს სველი წესით საკლასო ოთახები და დერეფნები, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები, სკამები და სასკოლო ინვენტარი.

ასევე, უზრუნველყონ სკოლის ექიმების სრულფასოვანი ჩართულობა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას და დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რაც დაავადების თავიდან ასაცილებელ ღონისძიებებს უკავშირდება და რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

Please follow and like us: