NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ საქართველოს სასამართლოები ერთნაირად არ ეპყრობა ყველა მოქალაქეს. უფრო კონკრეტულად, გამოკითხულთა 62% თვლის, რომ საქართველოს სასამართლოები ერთნაირად არ ეპყრობა ყველა მოქალაქეს, ზოგს უპირატესობას ანიჭებს, ზოგს – არა. გამოკითხულთა 19% თვლის, რომ საქართველოს სასამართლოები ერთნაირად ეპყრობა ყველა მოქალაქეს და უპირატესობას არავის ანიჭებს.
ამასთან, გამოკითხულთა 45% სასამართლოს საქმიანობას ცუდად აფასებს, 29% -საშუალოდ, 16%-მა არ იცის კითხვაზე პასუხი, ხოლო 10% სასამართლო საქმიანობას კარგად აფასებს.
„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (ND) მიერ ჩატარებული კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. კვლევის ფარგლებში სულ გამოკითხა 2 180 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარი 1,9%-ია.