12 საათის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
4 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
7 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
7 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
7 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

გიორგი ძოწენიძეს ქართველი მაყურებელი დღეს უკვე შესანიშნავად იცნობს. მანამ, სანამ პროექტ „მხოლოდ ქართულის“ მონაწილე გახდებოდა, მას უკვე ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა. როგორც მასზე ხშირად ამბობენ, გიორგი ქართულ სიმღერებს განსაკუთრებულად ქართულად მღერის. მშობლიური ქვეყნის სიმღერები მას ქართულმა ფოლკლორმა შეაყვარა.

საკუთარი მუსიკალური ისტორია მასაც აქვს. ეს ისტორია ოთხი წლის ასაკიდან იწყება. „თბილისი თაიმსს“ გიორგი თავად ესაუბრება.

როდის და როგორ შეიქმნა შენი მუსიკალური გარემო?

პირველად კონცერტზე გამოვედი 4 წლის ასაკში. იმდენად  პატარა ვიყავი, რომ კონცერტი რომ მქონდა, არ მითხრეს და პირდაპირ მოვხვდი სცენაზე, სადაც ფარდა გაიხსნა და დამხვდა ბევრი ხალხი.

ეს კადრადაც მახსოვს.

შემდეგ მქონდა შესვენება 14 წლამდე.  14 წლის ასაკში მივედი ანსამბლ „გეორგიკაში“,

სადაც მიმიყვანა შალვა  ლორთქიფანიძემ  – ამავე ანსამბლის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა. ასევე იყვნენ დავით შანიძე და პაატა მელაძე.

შეიძლება ითქვას, რომ მათი გაზრდილი ვარ მუსიკალურად და – არა მხოლოდ.

ეს ანსამბლი -“გეორგიკა” იყო ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი.

გარდა ამისა,  ვცეკვავდი 4 წლიდან.

„გეორგიკაში“ ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელი გახლდათ გელა წოწორია.

ამ ხალხის გარემოცვაში გავიზარდე.

რას მიიჩნევ შენს განსაკუთრებულ მუსიკალურ წარმატებებად?

ჩემი ყველაზე დიდი მუსიკალური წარმატება გახლავთ ჩემი ჯგუფი – “ურსა”

რომელიც შვილივით გვიყვარს ხუთივე წევრს

თუ არსებობს მუსიკოსი, ვისთვისაც მიგიბაძავს?

გავლენა მქონდა ბავშვობაში ჩემი მასწავლებლის. დავით შანიძის . მიბაძვით არავის  ვბაძავ, ჩემი სტილი მაქვს და ისე ვმღერი, როგორც მე ვხედავ სიმღერას.

ამ ეტაპზე რას საქმიანობ?

ვმუშაობ კომპანია აფი – ში. ეს კომპანია აერთიანებს 3 მიმართულებას –

პიარი მარკეტინგი და რეკლამა. მე ვმუშაობ, ძირითადად, სარეკლამო მიმართულებაზე.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: