1-ლი მარტიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირი ურბანული სამსახურის შეიქმნება, რომელიც მშნებლებს და დეველოპერებს „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მოემსახურება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძე მერიაში მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძე აცხადებს, ურბანული კუთხით არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით მერიაში მოსვლის შემდეგ ერთ-ერთი პირველი რეფორმა ურბანული გადაწყვეტილებების სისტემატიზაცია იყო და ახლა რეფორმის მეორე ეტაპი იწყება.

„რეფორმის ფარგლებში გაუქმდა ზონალური საბჭო, რომელიც სწრაფ ტემპში, თუმცა ქალაქისთვის საზიანო გადაწყვეტილებებს იღებდა და ლეგიტიმაციას აძლევდა მახინჯ მშენებლობებს. შევქმენით ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური, რაც რეფორმის პირველი ეტაპი იყო.

ვიწყებთ რეფორმის შემდეგ ეტაპს, ანუ რეორგანიზაციაა გამოცხადებული ურბანული საქალაქო სამსახურის მიმართულებით. 1-ლი მარტიდან შეიქმნება ურბანული სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც „ერთი ფანჯრის“ პრინციპით გაუწევს მომსახურებას. თუ დღეს დეველოპერებს სხვადასხვა სამსახურში სიარული უწევთ, ეს ყველაფერი მოწესრიგდება და „ერთი ფანჯრის“ პრინციპით იმუშავებს ურბანული სამსახური, რაც ნებართვების გაცემას დააჩქარებს და ხარისხობრივად გააუმჯობესებს პროცესს“, – აღნიშნა კალაძემ.

Please follow and like us: