ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 17-ს, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობამ 571-ს მიაღწია. ქალაქი უხანის 11 მილიონიან მოსახლეობას მთავრობამ რეკომენდაცია მისცა „განსაკუთრებული მიზეზის“ გარეშე ქალაქი არ დატოვონ.

ამასთან ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ მსჯელობას დღესაც აგრძელებს. ორგანიზაციის ცნობით, მსგავსი გადაწყვეტილების მისაღებად დამატებითი ინფორმაციაა საჭირო.

კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა ჰონგ-კონგშიც. ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-ში, ტაივანსა და მაკაოს სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში.

მსოფლიოს მასშტაბით, აეროპორტების ნაწილი საგანგებო რეჟიმში მუშაობს, სადაც სპეციალური სკანერებით, მგზავრების სხეულის ტემპერატურას ამოწმებენ. გუშინ საგანგებო ზომები მიიღეს თურქეთსა და რუსეთშიც.

შეგახსენებთ,რომ დაუდგენელი კორონავირუსი 12-დან 29 დეკემბრის პერიოდში ჩინეთის ვუანის პროვინციაში გამოვლინდა, როდესაც ის ზღვის პროდუქტების ბაზრის რამდენიმე თანამშრომელს აღმოაჩნდა.

Please follow and like us: