თურქეთში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 41-მდე გაიზარდა. დაშავებულთა რაოდენობამ კი 1600-ს მიაღწია. როგორც მედია იტყობინება, სულ მცირე, 45 ადამიანის ნანგრევებიდან ცოცხლად ამოყვანა მოხერხდა.

6,8 ბალის მიწისძვრამ აღმოსავლეთ თურქეთში 75 შენობა დაანგრია და 1000-ზე მეტი დააზიანა. აღსანიშნავია, რომ პარასკევის შემდეგ, თურქეთში 1000-მდე მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა, მათ შორის 21 ოთხ მაგნიტუდას აღწევდა.

Please follow and like us: