2 საათის წინ
ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა
3 საათის წინ
ევროკავშირი საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლისთვის 183 მილიონ ევროს გამოუყოფს
1 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 46 უკვე გამოჯანმრთელდა
2 დღის წინ
პატრიარქი – უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა, ყველაფერი სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს
2 დღის წინ
თენგიზ ცერცვაძე – საქართველოს ინფექციის გავრცელებით 109-ე ადგილი უკავია და ჩვენ უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, სადაც ვირუსის დიაგნოსტიკა ხდება თუ არა, ესეც არ ვიცით

ანაკლიის პროექტის ჩაშლის საფრთხეზე ჩანასახშივე საუბრობდნენ. აღნიშნული პროექტი დღეს შეჩერებულია. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული პროცესი გადაიდო. რა შედეგებზეა ორიენტირებული შესაბამისი პროექტი და რატომ იქნება უკეთესი, თუკი ის მოკლე დროში გახორციელდება? „თბილისი თაიმსის“ შეკითხვებს ეკონომისტი სოსო არჩვაძე პასუხობს.

ჯამურად, რა თანხა დაიხარჯა პროექტზე მუშაობისას?

ინფრასტრუქტურისთვის მოსამზადებელ სამუშაოებში, მთლიანობაში (ნაწილი ლარში და ნაწილი დოლარში), დაახლოებით, 200 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული.

რას ითვალისწინებს ის?

ეს პროექტი, დაახლოებით, ექვსფაზიანია და, ბოლო ფაზის შემთხვევაში, მისი ტვირთბრუნვის მოცულობამ წელიწადში შესაძლოა, 100 მილიონ ტონამდეც მიაღწიოს. ეს არის გათვლილი, საშუალოდ, 20-25 წლის შემდეგ – ასე 2050 წლისთვის. მაგრამ მანამდე, 2030 წლისთვის აქ ტვირთბრუნვის რაოდენობა საკმაოდ დიდი უნდა იყოს – დაახლოებით, 15 მილიონი ტონა.

ამას უნდა დაემატოს ის, რომ ანაკლია მხოლოდ ცალკე აღებული პორტი არ არის – ეს გახლავთ ინფრასტრუქტურა, ქალაქის ტიპის დასახლება თავისი მაღალმწარმოებლური ტექნოლოგიებით, ლოჯისტიკით, რკინიგზის სადგურით და ა.შ. პროექტის რეალიზებით ხელი შეეწყობა ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და მოსახლეობის კეთილდღეობას – სამეგრელოსა და არამხოლოდ სამეგრელოს ეკონომიკის დაჩქარებულ განვითარებას.

„ყველაზე ნაკლებ ყურადღებას დროის ფაქტორს ვაქცევთ. პროექტი მაინც რეალიზდება, ადრე თუ გვიან. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება, რაც უფრო ადრე მოხდება. ვკარგავთ დროს ფულში, მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებში და ეს არის ყველაზე საგულისხმო“.

რამ გამოიწვია პროექტის შეჩერება?

საჭირო იყო ორივე მხარის ერთობლივი, კოორდინებული მოქმედება – როგორც სახელმწიფოსი, ისე  – კონტრაქტორის. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს იმისთვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში დაიცვას საკუთარი ინტერესები. მეორე მხარეს რაც შეეხება, თუ პროექტის რეალიზებაში ხარ ჩართული, გჭირდება გაცილებით ძლიერი ზურგი, ფინანსური მხარდაჭერა. ორივე მხარის მიმართ არსებობს გარკვეული პრეტენზიები. სახელმწიფოს უფრო მეტი პოლიტიკური ნება უნდა გამოეჩინა. შესაძლოა, გეგმა სწორად იყო გაწერილი, მაგრამ საჭიროა საერთაშორისო ცნობადობისა და მხარდაჭერის მოპოვება. როგორც წესი, მსოფლიო მასშტაბით, კონკრეტული საქმის წამოწყება კრედიტების მოზიდვის ხარჯზე ხდება – ქვეყნის შიგნით მოხდება ეს თუ საერთაშორისო დონეზე. როდესაც არ არსებობს ნდობა, ძნელია რამის გაკეთება საკუთარი რესურსებით. მეორე მხრივ, სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი, რომ თავის კონტრაქტორს რეპუტაციის მიმართ ჰქონდეს მზარდი ვექტორი.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: