3 საათის წინ
ეკა დგებუაძე – ტელესკოლა, ონლაინ სწავლება და სხვა მეთოდოლოგია იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრი არ ჩავარდება
4 საათის წინ
ჯორჯ ვისანი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს ოფიციალურ პირებს კორონავირუსის დასამარცხებლად განხორციელებული ზომებისთვის აქებს
4 საათის წინ
ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ფულთან ჰქონდა შეხება
4 საათის წინ
პირს, რომელსაც ქალაქიდან ქალაქში მანქანით მგზავრობისას ტემპერატურა დაუფიქსირდება, გზის გაგრძელების უფლებას არ მისცემენ და კლინიკაში გადაიყვანენ
7 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა

კობი ბრაიანტის მეუღლე ვანესა ბრაიანტი ქმრისა და შვილის გარდაცვალებაზე პირველ საჯარო განცხადებას აკეთებს და მილიონობით ადამიანს, ვინც მისი ოჯახის მხარდაჭერა გამოხატა მადლობას უხდის.

„ჩვენ სრულიად განადგურებული ვართ ჩემი ძვირფასი ქმრის, კობის-ჩვენი შვილების არაჩვეულებრივი მამის და ჩემი ლამაზი, ტკბილი ჯაიანას-მოსიყვარულე და არაჩვეულებრივი გოგონას უეცარი დაღუპვის გამო“,- წერს ვანესა ბრაიანტი.

ბრაიანტი იმ ოჯახებსაც უსამძიმრებს, რომელთა წევრებიც კობისთან და ჯაიანასთან ერთად ავიაკატასტროფის დროს დაუღუპნენ.

„არ ვიცი დღეის შემდეგ როგორ გაგრძელდება ცხოვრება. წარმოუდგენელია სიცოცხლე მათ გარეშე, თუმცა ჩვენ ვიღვიძებთ ყოველდღე, ვცდილობთ გავაგრძელოთ ცხოვრება, რადგან კობი და ჯიჯი გზას გვინათებენ… ერთადერთი რასაც ვოცნებობ არის, რომ შემეძლოს ჩავეხუტო, ვაკოცო და დავლოცო, რომ ჩვენთან იყვნენ-სამუდამოდ“,-წერს ვანესა ბრაიანტი.

Please follow and like us: