8 წთ წინ
ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა
1 საათის წინ
ევროკავშირი საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლისთვის 183 მილიონ ევროს გამოუყოფს
1 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 46 უკვე გამოჯანმრთელდა
2 დღის წინ
პატრიარქი – უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა, ყველაფერი სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს
2 დღის წინ
თენგიზ ცერცვაძე – საქართველოს ინფექციის გავრცელებით 109-ე ადგილი უკავია და ჩვენ უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, სადაც ვირუსის დიაგნოსტიკა ხდება თუ არა, ესეც არ ვიცით

1-ელი თებერვლიდან წყალმომარაგების ქსელზე მიერთების საფასური მცირდება.  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, სემეკის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტებში ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების (დიამეტრი – 20 მმ) საფასური 100 ლარით შემცირდება და 500 ლარის ნაცვლად 400 ლარი იქნება. ამასთანავე, მუნიციპალიტეტებში 200 ლარით მცირდება წყალარინების ქსელზე მიერთების (დიამეტრი – 0-100 მმ) საფასური და 1-ლი თებერვლიდან 1000 ლარის ნაცვლად 800 ლარი გახდება.

„რაც შეეხება თვითმმართველ ქალაქებს (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ფოთი, რუსთავი), მიუხედავად სამუშაოების სირთულისა, სემეკი მიერთების საფასურს არ ცვლის. ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორების მსგავსად, წყალმომარაგების სექტორშიც ქსელზე მიერთების დიფერენცირებული საფასურები განპირობებულია თვითმმართველ ქალაქებში ქსელზე მიერთების სამუშაოების სპეციფიკით (ასფალტის საფარის აღება, სხვადასხვა ნებართვების საჭიროება და ა.შ).

1-ელ თებერვალს ამოქმედდება წყალმომარაგების კომპანიების ახალი ვალდებულებაც, რომლის მიხედვითაც 100 მეტრით იზრდება ქსელზე მიერთების რადიუსი. რეგულაციის შესაბამისად, კომპანიამ სრული ტექნოლოგიური ციკლით უნდა უზრუნველყოს ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთება წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელიდან 200 მეტრის რადიუსშიც.

გარდა ამისა, თვითმმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში შემცირდა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 150-მილიმეტრიანი წყალარინების მილსადენზე მიერთების საფასური. კერძოდ, თვითმმართველი ქალაქებისთვის საფასური 39%-ით შემცირდა, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებისთვის 57%-ით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Please follow and like us: