ჩინეთში, კორონავირუსით კიდევ 73 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 636-ს მიაღწია, – ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული ჯანდაცვის კომიტეტი იუწყება.

ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო ერთი დღის მანძილზე ვირუსით დაინფიცირების 3,143 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღემდე ჩინეთში ვირუსის 31,161 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

Please follow and like us: