12 საათის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
4 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
7 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
7 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
7 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

ჩვეულებრივ, როდესაც კონკრეტული ნივთის შეძენა გვსურს, ვიზუალი იქცევს ხოლმე ჩვენს ყურადღებას. ადამიანთა უმრავლესობას აქვს ლოგიკური მოთხოვნილება, ატაროს გამორჩეული და ისეთი, როგორიც მხოლოდ მას აქვს. ცხადია, დღეს რთულია, ჩვენს საუკუნეში, სადაც არაერთი ნამუშევარი იქმნება, დიზაინერმა დაიმკვიდროს სახელი და მისი ნაწარმი იყოს გამორჩეულად მოთხოვნადი.

დავით ჩხეიძე სწორედ ის დიზაინერი გახლავთ, რომელიც თითო სამკაულს გამორჩეულს და ერთადერთს ქმნის. ექსკლუზიური ნამუშევრებით მან საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა და იდეები თავისივე ბრენდის, „ჩხირას“ ქვეშ გააერთიანა. უფრო დეტალურად ის „თბილისი თაიმსს“ თავად ესაუბრა.

უპირველესად, საკუთარი პროფესიით შესახებ გვიამბეთ

პროფესიით ვარ  არქიტექტორი. დღეს მე მიმაჩნია, რომ პროფესია არ შემიცვლია. ყოველი მეორე, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, საკუთარ თავს დიზაინერად წარადგენს. ჩემს დროს შედარებით სხვანაირი სწავლება იყო. არქიტექტურის ფაკულტეტზე სხვადასხვა რამ ისწავლებოდა. როდესაც სტუდენტი არქიტექტურის ფაკულტეტს ამთავრებდა, მას შეეძლო, გამოსულიყო მშენებელი, მოქანდაკე, მხატვარი და ა.შ.

ათი წლის განმავლობაში ვმუშაობდი არქიტექტორად, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი, რომ რასაც ვფიქრობდი და ვაკეთებდი, არ ხორციელდებოდა. ეს სულ მაღიზიანებდა.

რა მოიმოქმედეთ იმისთვის, რომ ნამუშევრები აბსოლუტურად საკუთარ იდეებით შეგექმნათ?

მოგვიანებით, ჩემი კოლეგა, ისიც არქიტექტორი, მუშაობდა მინანქრის ტექნოლოგიის აღდგენაზე. გარკვეული პერიოდის შემდეგ მივხვდი, რომ მსგავსი რამ გაცილებით მეტად მომწონდა – ზიხარ კამერულ სივრცეში, არავინ გაწუხებს და საკუთარ იდეებს ახორციელებ. ამ შემთხვევაში, შემეძლო კომპოზიციებისა და ნივთების კეთება. ამ ყველაფერმა მიიქცია ჩემი ყურადღება, რადგან მივხვდი, რომ ყველაფერი იქნებოდა ჩემს ხელში.

დავიწყე მინანქარზე მუშაობა. აქტიურად ვმონაწილეობდი გამოფენებში, არაერთი პრიზი ამიღია სხვადასხვა კონკურსში – ისრაელში, ამერიკაში, იაპონიაში…

გარდა კომპოზიციებისა, დავიწყე სამკაულების კეთება. მომინდა ამ თემის გაღრმავება. მინდოდა, შემექმნა სამკაული, რომელიც იქნებოდა საინტერესო პლასტიკისა და ვიზუალის. სწორედ ვიზუალით განსხვავდება ჩემი ნამუშევრები. ჩემი იდეა მათში არის ის, რომ უნდა ფასობდეს არა ძვირფასი ქვებით – თუმცა უარს არც ამაზე ვამბობ – არამედ საინტერესო ესთეტიკით.

ნამუშევრებს აბსოლუტურად საკუთარი იდეებით ამზადებთ?

ვამზადებ თავიდან ბოლომდე ჩემი იდეებითა და ჩემი ხელებით. არქიტექტორობა ძალიან დამეხმარა. ვაკეთებ პატარა მაკეტებს, რომლებიც, ფაქტობრივად, ბეჭდების ზომისაა.

ჩემმა ნამუშევრებმა თვალი საინტერესო და არაორდინალური ვიზუალით უნდა მიიზიდოს. ვცდილობ, ყველანაირი საიუველირო წესი დავარღვიო.

და ბოლოს, რამდენი ხანია, რაც ბრენდი „ჩხირა“ არსებობს?

ურთიერთობა მქონდა, ცხადია, გალერეებთან. შემდეგ უკვე მივხვდი, რომ ასე ყველაფერი ჩემს ხელში არ იყო. როდესაც გალერეას საკუთარ ნამუშევრებს აბარებ, იქ, შენ გარდა, სხვების ნამუშევრებიცაა მოთავსებული. ჩემი სამკაულის ბედი ჩემს ხელში არ იყო. ამ დროს შემხვდა ჩემი მეგობარი, ამჟამად პარტნიორი, ალექსანდრე ბურჭულაძე, რომელიც ერკვევა მარკეტინგში, რეკლამაში და ა.შ. მაშინ მე მქონდა იდეა ბრენდის შექმნასთან დაკავშირებით. ვისაუბრე ალექსანდრესთან  და მან მე მითხრა, რომ ყველაფერი ერთად გაგვეკეთებინა.

დაახლოებით, ხუთი წლის წინ მოვილაპარაკეთ და დავიწყეთ იდეის ხორცშესხმა. სხვათა შორის, ჩვენი სალონის ინტერიერმა აიღო პრიზი საერთაშორისო გამოფენაზე. უკვე მეორე წელია, რაც არსებობს ბრენდი „ჩხირა“ და გვაქვს არაერთი იდეა.

ამ ეტაპზე შვედეთის  ერთ-ერთ გალერეაში იყიდება ჩემი ნამუშევრები.  აგრეთვე საფრანგეთში ვთანამშრომლობთ ადგილობრივ გალერეასთან.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: